ავტორიზაცია
საქართველოს სანახელავო ქვები
ავტორი: ნინო კობახიძეანოტაცია:
საქართველოში ისტორიული დროიდან გამოიყენებოდა სანახელავო ქვები მაგ: ოპალი,ქალცედონი, იასპისი, ამეთვისტო და სხვა. მათგან დამზადებული სამკაულები არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ძველ სამარხებში. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ცნობილია სანახელავო ქვის ორმოცამდე სახეობა, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში იყო ჩართული წარმოებაში, როგორც საიუველირო-სანახელავო, ასევე ტექნიკური დანიშნულებით. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: აქატი, იასპი, ქალცედონი და სხვა. დღეს ქვეყნის საბაზრო ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადასვლის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სანედლეულო ბაზის არსებობას და განვითარებას. მათ შორის აღსანიშნავია სანახელავო ქვების ბაზა, რადგანაც ბაზრის მოთხოვნის შემთხვევაში ასეთი ბაზა უმოკლეს დროში უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის ორგანიზებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რეგიონების (განსაკუთრებით მთიანი რეგიონების) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას.
მიმაგრებული ფაილები:
საქართველოს სანახელავო ქვები [ka]