ka | en
Company Slogan TODO

წყლის დაბინძურების პრობლემები საქართველოს რეგიონებში

ავტორი: ზურაბ სამხარაძე
საკვანძო სიტყვები: წყალი, წყლის ქიმიური მაჩვენებელი, ეკოლოგია
ანოტაცია:

წყალი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამდენად მისი შედგენილობის თუ თვისებების განმსაზღვრელ მრავალ ფაქტორთა ერთობლიობასა და ურთერთკავშირს. საქართველოს შესწავლა ცალსახად, განყენებულად შეუძლებელია თუ არ განვიხილავთ წყლის მრავალფეროვანი გეოლოგიური აგებულება, რაც განსაზღვრავს აქ არსებული ნიადაგების სახესხვაობას, განვითარების ხარისხს, შედგენილობასა და ა.შ. აქ ყველაზე მეტად დამახასიათებელია დანალექი ქანების, კერძოდ ცარცული კირქვების და მათგან, ზედაპირზე კრისტალური და ამონაღები ქანების გავრცელება. აგრეთვე გვხვდება მოწითალო კირქვები, თიხიანი კირნაირი დანალექები. ყოველივე ეს კი რასაკვირველია აისახება ბუნებრივი წყლების შედგენილობაზე. შერჩეული და გამოკვლეული იქნა ის ბუნებრივი წყლები, რომელთა სათავე ნაგებობებზე არ ხდება არანაირი გაწმენდითი სამუშაოები,რომლიდანაც ხდება მოსახლეობის მომარაგება სასმელი წყლით. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მოსახლეობაში შეიძლება გავრცელდეს მრავალი წყლისმიერი დაავადება. დღეისათვის დასაბუთებულად ითვლება, რომ წყლის საშუალებით შესაძლებელია გავრცელდეს რიგი ინფექციური დაავადებანი, როგორებიცაა მუცლის ტიფი, პარატიფები, დიზენტერია, ქოლერა, ბრუცელიოზი და ა. შ.შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს წყლის შემდეგი პარამეტრების შესწავლას: 1) წყლის შეფერილობა; 2) წყლის ქიმიური მაჩვენებელი – PH; 3) ორგანულ ნივთიერებათა ჟანგბადობა; 4) საერთო სიხისტე; 5)ამონიუმის - იონების, 6) ნიტრატ - იონების, 7) სულფატ - იონების, 8)ქლორიდების, 9) ფტორიდების კონცენტრაციები. ამავე ნიმუშებში განსაზღვრული იქნა შემდეგი მეტალების წყალში ხსნადი იონების კონცენტრაციები: 1) რკინის იონები; 2) მანგანუმის იონები; 3)ალუმინის იონები; 4) კალიუმის იონები: 5) თუთიის იონები და 6) ტყვიის იონები. გარდა ამისა საკვლევ წყლებში განისაზღვრა მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი - Escherichia coli. კვლევის შედეგებით გამოვლენილი იქნება საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი სასმელი წყლების ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა,ვარგისიანობა სასმელად გამოყენების თვალსაზრისით. შემოთავაზებული კვლევები მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე ჯანდაცვითი სურათის შესაქმნელად.


მიმაგრებული ფაილები:

Water pollution problems in the regions of Georgia [en]
წყლის დაბინძურების პრობლემები საქართველოს რეგიონებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com