ავტორიზაცია
ნეირონული ქსელების გამოყენება სპამის ფილტრაციასა და ანტივირუსულ პროგრამებში
ავტორი: თამარ ბლიაძესაკვანძო სიტყვები: ნეირონული ქსელები, სპამი, ხელოვნური ინტელექტი, სპამის ფილტრაცია, მეილი
ანოტაცია:
ოცდამეერთე საუკუნეში ელექტრონული ფოსტით სარგებლობა კომუნიკაციის გავრცელებული მეთოდია. პირველად სიტყვა e-mail გამოიყენეს 1978 წელს University of Medicine and Dentistry of New Jersey (UMDNJ)-ში სისტემისთვის, რომელიც იყო პირველი სრულყოფილი შიდაორგანიზაციული მეილ სისტემა.ყოველდღიურად ვღებულობთ უამრავ მეილს სხვადასხვა კომპანიისგან თუ ნაცნობისგან, მაგრამ მათ შორის არსებობს ისეთებიც, რომელთა გამომგზავნს სულაც არ ვიცნობთ და არც მათი წერილების შინაარსი გვაინტერესებს დიდად. ასეთ შემთხვევებს, როდესაც mailbox-ში აღმოჩნდება ჩვენთვის არასასურველი და მომაბეზრებელი email, ვუწოდებთ სპამს.სპამი ანელებს ინტერნეტ ტრაფიკს, ტყუილ-უბრალოდ იყენებს სივცეს დისკზე, ამცირებს ქსელის გამტარუნარიანობას, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანის მიერ დახარჯულ დროზე მათი კლასიფიკაციისთვის. სპამის რიცხვი დღითიდღე იზრდება და შესაბამისად საჭიროა მათგან დაცვის ხერხების შემუშავება. ცნობილი კომპანიები (Google, Microsoft, Yahoo, ანტივირუსის მწარმოებელი კომპანიები) დიდ ყურადღებას უთმობენ ამ თემაზე მუშაობას. მეთოდები წლების განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწება. როდესაც ადრე პროგრამები მხოლოდ მარტივ მეილის სათაურის გაანალიზებას, თუ მომხმრებლის მიერ შექმნილ keyword ფილტრებს იყენებდნენ, ახლა მეილის შიგთავსის სხვადასხვა ანალაიზერები ასრულებენ სამუშაოს. მეილის შიგთავსის ანალიზი სპეციალური კრიტერიუმებით მოგვცემს საშუალებას მივიღოთ მონაცემები, რომლებიც შემდეგ გადაეცემა ნეირონულ ქსელს. ნაშრომის მიზანია სწორედ ხელოვნური ნეირონული ქსელების როლის და წარმატებების კვლევა ამ კუთხით, რადგან აღწერილი მეთოდები მუდამ დასახვეწი იქნება სპამერთა რიცხვის და მათი მუშაობის ხერხების არათუ შემცირდების, არამედ მომვალში უფრო და უფრო გამრავალფეროვნების გამო.
მიმაგრებული ფაილები:
ნეირონული ქსელები ანტისპამისთვის - პრეზენტაცია [ka]ნეირონული ქსელები ანტისპამისთვის - თემა [ka]