ka | en
Company Slogan TODO

ელექტრომაგნიტური დასხივებით გამოწვეული სითბური ეფექტების შესწავლა ადამიანის მოდელებზე

ავტორი: ზურაბ გოგოლაძე
ანოტაცია:

დღესდღეობით მეტად მნიშვნელოვანია პერსონალური საკომუნიკაციო სისტემების მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური (ე.მ) ველების ზეგავლენის შესწავლა ადამიანზე, მათი შესაძლო მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით. ცნობილია, ე.მ ველის მიერ გამოწვეული ორი სახის ეფექტი: ბიოლოგიური და სითბური. მოცემულ ნაშრომში განხილულია მხოლოდ სითბური ეფექტი, როდესაც ე.მ ველი იწვევს ქსოვილის ლოკალურ გადახურებას და აქედან გამომდინარე, ტემპერატურის მატებას ადამიანის ქსოვილში. წარმოდგენილი ნაშრომის მოტივაციაა ტემპერატურის მატებისა და განაწილების შეფასება ქალისა და ბავშვის მოდელებისათვის, აგრეთვე SAR–ის განაწილების განსაზღვრაც. გამოთვლებისას გამოყენებულ იქნა ქალისა და ბავშვის არაერთგვაროვანი მოდელები. λ/4 სიგრძის მქონე დიპოლური ანტენა მოთავსებულ იქნა 10 მმ მანძილზე თავის მოდელებიდან. რიცხვითი ექსპერიმენტი ჩატარდა ე.მ და თერმული სოლვერის FDTDLab პროგრამული პაკეტის გამოყენებით 300 MHz, 1900 MHz და 3700 MHz სიხშირეებზე. ეს სიხშირეები შეირჩა მათი ყოველდღიური გამოყენების თვალსაზრისით; 300MHz რადიო კავშირისთვის, 1900MHz GSM ქსელისთვის და 3700MHz სხვა უკაბელო კავშირებისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com