ავტორიზაცია
ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემა: სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანის ევრისტიკული ალგორითმები
ავტორი: გიორგი მარჯანიძეანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანა (სმა) გართულებულ და ექსტრემალურ გარემოში. ასეთ შემთხვევებში ობიექტური შემავალი მონაცემები კლასიკური სმა-თვის არ არსებობს და მხოლოდ ექსპერტული ცოდნა და ექსპერტთა მონაცემები წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას პრობლემის გადასაწყვეტად. ასეთი მონაცემებია: გზებზე სატარნსპორტო საშუალების (სს) მიერ გადაადგილებისთვის დახარჯული მიახლოებითი დრო; პუნქტებს შორის სს -ის დროული გადაადგილების შესაძლებლობის ხარისხები და სხვ. ექსპერტული მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ გადაწყდეს სმა სხვა კრიტერიუმებთან ერთად კიდევ ერთი კრიტერიუმის - მარშრუტის სანდოობის გათვალისწინებით. ნაშრომის შესავალ თავში წარმოდგენილია ფაზი-სიმრავლეების მოკლე თეორია, რომელიც ზემოთ წარმოდგენილი პრობლემის გადაწყვეტის აპარატს წარმოადგენს. ჩამოყალიბებულია კლასიკური სატრაანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანა. ნაშრომის ძირითად ნაწილში განხილულია კომივოიაჟერის ამოცანა, რომელსაც საკვანძო ადგილი უკავია სმა-ში. განხილულია ამ ამოცანის რეალიზაციის რამდენიმე ვარიანტი. ასევე წარმოდგენილია ამ ამოცანის პროგრამული უზრუნველყოფის ერთი რეალიზაცია მაგალითებით. არსებობს სმა-ს რეალიზაციის ისეთი მიდგომები, რომლების დაიყვანება დაფარვის ამოცანებზე. დანართში განხილულია დაფარვის ამოცანის რეალიზაციის მონტე-კარლოს მეთოდი, მისი პროგრამული რეალიზაცია და სატესტო მაგალითები.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]ნაშრომი [ka]
პრეზენტაცია [ka]