ka | en
Company Slogan TODO

ჭერმის წყალსაცავის პრობლემები და პერსპექტივები

ავტორი: თამარი ჩიბარაშვილი
თანაავტორები: გიორგი გულიაშვილი,ინგა მეკოშკიშვილი
საკვანძო სიტყვები: ხრამი, ეროზია
ანოტაცია:

ჭერმის წყალსაცავი მდებარეობს გუირჯაანის მუნიციპალიტეტში. მდ.პატარა ვეტის ხეობაში, 1983 წლის გაზაფხულზე დაიწყო მისი წყლით შევსება და ამავე წელსვე შევიდა ექსპლუატაციაში,თავდაპირველად მისი ფართობი 12 ჰა იყო,დღეისათვის კი 7 ჰა-ია.მისი მაქსიმალური სიღრმე 27 მეტრია, 4-5 კილომეტრითაა დაშორებული სოფ.ჭერმიდან, ხოლო სოფ.ველისციხიდან 18 კმ-ით. 2010 წლის 22 აპრილს(დედამისწის დღეს)მოხდა სოფ.ველისციხიდან მოსახლეობის ევაკუაცია, წყალსაცავის მოსალოდნელი დაზიანების გამო. ამჟამად წყალსაცავის 50% გასხვისებულია და ეკუთვნის შპს“ჭერმის პროდუქტებსა“ და შპს“კაჭრეთის პროდუქტებს“. წყალსაცავი საკმაოდ მდიდარია თევზით, რომლითაც 2010 წელს, წყალსაცავის დაშრობისას დიდი რაოდენობით გაიძარცვა. ჭემის წყალსაცავის ირგვლივ არსებული ბუნება ნამდვილი წალკოტია და ტურისტული თვალსაზრისით მისი ათვისება საკმაოდ პერსპექტიულიც. ჭერმის წყალსაცავის წყლის მიერ ინტენსიურმა სიღრმითმა ეროზიამ დააზიანა იქ არსებული ტექნიკური ნაგებობები და დახრამა ის ნაწილი, სადაც მუდმივად მიედინებოდა წყალი. 2010 წელს ახალი მილები გააკეთეს, საიდანაც ხდება ამ წყლის გამოდინება. რაც არ უნდა, ინტენსიურად მომხდარიყო ინტენსიური სიღრმითი ეროზია, მხოლოდ 10 მეტრის სიღმეზე იყო შესაძლებელი კალაპოტის დაღრმავება, ვინაიდან უკვე დედაქანამდეა დასული, რომელიც მეტამორფული ქანებით არის წარმოდგენილი. წყალსაცავიდან რაც არ უნდა ძლიერი ნაკადით დაცლილიყო წყალი, მაინც ვერ შეუქმნიდა საფრთხეს სოფ.ველისციხეს, რადგან ჯერ ერთი რომ ხეობაში არსებული მცენარეული საფარი შეაკავებდა და წინააღმდეგობას გაუწევდა და მეორეც, მდ.ჭერმისხევის კალაპოტიში თავისუფლად მოთავსდებოდა და გაიშლებოდა, მისი მაქსიმალური წყლის ნაკადის სიმაღლე 60 სანტიმეტრს ვერ გადააჭარბებდა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com