ავტორიზაცია
ჭიათურის სამთო წარმოების გავლენა მდ. ყვირილას ეკოსისტემებზე
ავტორი: ქეთევან ბრეგვაძესაკვანძო სიტყვები: ნიადაგი, მძიმე მეტალები, დაბინძურება
ანოტაცია:
ჭიათურის სამთო წარმოების გავლენა მდ. ყვირილას ეკოსისტემებზე მაგისტრანტი ქეთი ბრეგვაძე გარემოს დაცვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტა დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის სამეცნიერო, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. დღითი დღე გროვდება გარემოს ამა თუ იმ ობიექტში სულ უფრო მეტი გამაჭუჭყიანებელი ნივთიერება, რომელთა ნაწილი არ იღებს მონაწილეობას ბუნებრივ წრებრუნვაში და გროვდება ბიოსფეროში , რაც არასახარბელო ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს.. თემაში აღწერილია ის საკითხები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამდიდრების არსებული პრაქტიკა, წყლის დაბინძურება კომბინატის საქმიანობის შედეგად, ჰაერის დაბინძურება, ნიადაგის და გრუნტის დაზიანება ან დაბინძურება, ლანდშაფტის ცვლილება , საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკი, მანგანუმის მოპოვების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და სხვა. გამამდიდრებელი ფაბრიკების ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდ. ყვირილაში, რაც იწვევს მდინარის წყლის შეწონილი ნაწილაკებით და მანგანუმის ნაერთებით დაბინძურებას. მდინარე ყვირილას წყლით ჭიათურისა და ზესტაფონის რაიონებში ირწყვება დაახლოებით 4000 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული (ვენახი, მარცვლეული, ბოსტნეული და სხვა.) და 2500 ჰა საძოვარი. ნაშრომში განხილულია ასევე დაბინძურებული გარემოს, მისი კომპონენეტების დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები.
მიმაგრებული ფაილები:
ჭიათრის სამთო წარმოების გავლენა მდ.ყვირილას აუზის ეკოსისტემებზე [ka]