ka | en
ავტორიზაცია
სკალარული ნაწილაკი სტანდარტულ მიდგომაში
ავტორი: თორნიკე ფილაურიანოტაცია:
სიმეტრიის სპონტანური დარღვევა სტანდარტულ მოდელში არის მოვლენა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ნაწილაკები (როგორც ყალიბრული ბოზონები W^±,Z^0 , ასევე ფერმიონები) იძენენ მასას. სიმეტრიის სპონტანური დარღვევის შემოტანის ყველაზე ელეგენტურ მეთოდს წარმოადგენს ჰიგსის მექანიზმი. ჰიგსის მექანიზმის უმარტივესი რეალიზაცია სტანდარტულ მოდელში, მოითხოვს დამატებით სკალარულ ველს, რომელთანაც ურთიერთქმედების შედეგად, ნაწილაკები იძენენ მასას. ამ ნაშრომის მიზანია, ჰიგსის ველის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნა, კერძოდ, თეორიის რენორმალიზაციის უზრუნველყოფა.