ka | en
Company Slogan TODO

„ნიადაგების ეროვნული და საერთაშორისო კლასიფიკაციურ-დიაგნოსტიკური სისტემების კორელაცია“

ავტორი: ანა კვარაცხელია
საკვანძო სიტყვები: ნიადაგების კლასიფიკაცია, WRB, ნიადაგური ჯგუფი, გენეტიკური ტიპი, ჰორიზონტი.
ანოტაცია:

მსოფლიოში არსებობს ნიადაგების მრავალი კლასიფიკაცია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო. დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელე-ბულ კლასიფიკაციურ-დიაგნოსტიკურ სისტემას ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა წარმოადგენს (WRB – World Reference Base for Soil Resources), რომელიც ძირეულად განსხვავებულ პრინციპებს ემყარება. WRB მიზანი: სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ურთიერთობის განვითარება და ხელშეწყობა. WRB წარმოადგენს ნიადაგების კორელაციისა და საერთაშორისო კომუნიკაციის სტანდარტს. WRB არ არის დოგმატური და საკანონმდებლო დოკუმენტი. ის არის განვითა-რებადი ღია სისტემა, რომელიც ემსახურება ნიადაგების დიაგნოსტიკასა და ეროვნული კლასიფიკა¬ციების კორელაციას. WRB არ ითვალისწინებს ეროვნული კლასიფიკაციების ჩანაცვ¬ლებას. ის არის რეალური საშულება ცალკეული ქვეყნის/რეგიონის ერთიან საერთა¬შორისო სამეცნიერო სივრცეში მოხვედრისა და ორიენტირებისა. ნიადაგმცოდნეობა, როგორც გლობალური მეცნიერება, საჭიროებს ერთიანი უნიფიცირებული ენის არსებობას. WRB სწორედ ასეთ საერთო „ნიადაგურ ენას“ წარმოადგენს. ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს განთავსება საერთაშორისო ნიადაგურ საინფორმაციო სივრცეში, როგორც ნიადაგური თვალსაზრისით უაღსესად საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყანისა. სწორედ ამასა ემსახურებოდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორცილებული პროექტი „საქართველოს ნიადაგის გამოკვლევა/სისტემატიზაცია ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის საფუძველზე“, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო ნიადაგურ საინფორმაციო სივრცეში განთავსების რელურ მცდე¬ლობას. WRB მოითხოვს ნიადაგების საველე აღწერას თანამედროვე მეთოდებით, დასავლურ სტანდარ¬ტებზე დაყრდნობით, რომელიც მნიშვნელოვანად განსხვავდება ჩვენთან არსებული სისტემი¬საგან. საქართველოში ამ სისტემის დასანერგად 2004 წელს გერმანულ–ქართული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენიგი და საველე კოლოქვიუმი „ნიადაგის აღწერა და შეფასება WRB-კლასიფიკაციის, FAO და გერმანული სტანდარტების შესაბამისად“; ნაშრომი მოიცავს,როგორც არსებული თეორიული და პრაქტიკული მასალის შეფასებას, ასევე გარკვეულ პირად გამოცდილებას.


მიმაგრებული ფაილები:

„ნიადაგების ეროვნული და საერთაშორისო კლასიფიკაციურ-დიაგნოსტიკური სისტემების კორელაცია“ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com