ავტორიზაცია
შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკა
ავტორი: თათია გუნცაძესაკვანძო სიტყვები: შავი ზღვა, აჭარის სანაპირო ზოლი, მორფოდინამიკა
ანოტაცია:
დღეს მსოფლიოს ნაპირების 90% გადარეცხვას განიცდის, ამის გამო განსაკუთრებით მწვავედ დგას ზღვის ნაპირების სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების საკითხი, მითუმეტეს რომ მსოფლიო ოკეანის ნაპირის გასწვრივ 80-100 კმ.-იან სარტყელშია მოქცეული. ყველა არსებულის გათვალისწინებით, მოსალოდნელია აღნიშნულ ზონაში მოსახლეობის რიცხვის ზრდა და ეკონომიკური საქმიანობის ინტენსიფიკაცია. აღნიშნული ტენდენციები მკაფიოდ გამოვლინდა შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლზეც. ამ პირობებში აუცილებელი ხდება სანაპიროს შესწავლა და მისი პროგნოზირება. გამოკვლეულია სანაპირო ზონის პლაჟის შემადგენელი მასალა, ჩატარებულია ტაქეომეტრიული და ბათიმეტრიული აგეგმვები. სპეციალური ექსპერიმენტის საშუალებით (ლუმინოფორული საღებავების გამოყენებით) დადგენილია აგრეთვე ზღვიური ნატანის გადაადგილების სიჩქარე და განხილული რაიონისთვის პლაჟის ამგები მასალის სიბრტყიანობის და სიმრგვალის მაჩვენებლები, შესწავლილია ანთროპოგენული ფაქტორების როლი ნაპირის თანამედროვე განვითარებაზე. უკანასკნელ წლებში სანაპირო ზონაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებულია შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზონის დარაიონება. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების პრაკტიკაში დანერგვა ხელს შეუწყობს ნაპირის სტაბილურობის შენარჩუნებას და აჭარის სანაპირო ზოლის ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. საველე კვლევების და ექსპერიმენტების შედეგები შესაძლებელია გამოყენებული იქნას პორტების რეკონსტრუქციის და მშენებლობის დროს. კვლევა ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლში საკომუნიკაციო ქსელების რაცონალურ განლაგებას სანაპირო ზონის ოპტიმალურ რეკრეაციულ ათვისებას.
მიმაგრებული ფაილები:
შავიზღვის აჭარის სანაპიროზოლისმორფოდინამიკა [ka]