ka | en
Company Slogan TODO

ქალაქ თბილისის და მისი შემოგარენის სამედიცინო-გეოგრაფიული კარტოგრაფირება

ავტორი: ანა ირემაშვილი
საკვანძო სიტყვები: სამკურნალო მცენარეები, კარტოგრაფირება
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის სამედიცინო-გეოგრაფიული პროფილის რუკათა სერიის შედგენა. ნაშრომის პირველ თავში წარმოდგენილია ინფორმაცია საკვლევი რეგონის ფიზიკურ გეოგრაფიული დახასიათების შესახებ. აქ განხილულია: გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, მცენარეული საფარი, ნიადაგები, კლიმატი და ლანდშაფტები. ნაშრომის მეორე თავი შეეხება მეთოდოლოგიურ მხარეს, სადაც წარმოდგენილია ტრადიციული და თანამედროვე კარტოგრაფიული მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ბუნაბისა და საზოგადოების მოვლენათა კარტოგრაფირების პროცესში. მესამე თავი ანალიტიკური შინაარსისაა და ეძღვნება თბილისისა და მისი შემოგარენის სამედიცინო-გეოგრაფიულ ანალიზს,სადაც განხილულია: ბალახოვანი სამკურნალო მცენარეები, ბუჩქოვანი სამკურნალო მცენარეები, სამკურნალო ხე-მცენარეები. გარდა ამისა ნაშრომის ამ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია ისეთ სამედიცინო ობიექტების შესახებ როგორებიცაა: საავადმყოფოები, დისპანსერები, კლინიკები, პოლიკლინიკები და აფთიაქები. მეოთხე თავი კვლევითი და პრაქტიკული ხასიათისაა,სადაც წარმოდგენილია ჩვენს მიერ შედგენილი ახალი რუკები და გაკეთებულია მათი კარტოგრაფიული ანალიზი. აქ საუბარია ისეთ კარტოგრაფიულ გამოსახულებებზე, როგორებიცაა: რუკები, კარტოდიაგრამები, ბლოკ_დიაგრამები, სხვადასხვა ტიპის დიაგრამები(წრიული და სვეტოვანი) და გრაფიკები. ნაშრომის შესრულებისას გამოყენებულია სამეცნიერო-კარტოგრაფიული ლიტერატურა, ტოპოგრაფიული რუკები (მასშტაბი 1:50 000). ჯანდაცვის სტატისტიკური ცნობარი (2008-2012 წწ.), სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მასალები, ინტერნეტ საიტები.


მიმაგრებული ფაილები:

Anotation [en]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com