ka | en
Company Slogan TODO

თუშეთის გეომორფოლოგიური დახასიათება

ავტორი: ლევან ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: გეომორფოლოგია, გეოდინამიკა, ტურიზმი
ანოტაცია:

თემის აქტუალობა: თუშეთში განვითარებულია მრავალსახეობრივი გეოდინამიკური პროცესები. ამ მხრივ რეგიონი მიეკუთვნება საქართველოს მთიანი მხარეების იმ რიცხვს, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა განსაკუთრებით საშიშ კატეგორიამდეა მისული. აქ განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოდინამიკური პროცესები: მეწყერები, ღვარცოფი, თოვლის ზვავები, ეროზია, წყალმოვარდნები და სხვა. სტიქიური პროცესების ინტენსიურ განვითარებას, მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორები (რელიფის სირთულე, გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური მოძრაობები, ატმოსფერული ნალექები და სხვა) განაპირობებს. ადამიანის როლი სტიქიური პროცესების განვითარებაში თითქმის არ შეიმჩნევა, რადგან მუდმივი მოსახლეობა თითზე ჩამოსათვლელია. სტიქიის პერიოდული აქტივიზაცია განსაკუთრებით საშიშროებას არ უქმნის მოსახლეობას და მიწის სავარგულებს, რადგან სოფლები გაშენებულია წყალგამყოფებზე მდინარის კალაპოტიდან მაღლა. რაც შეეხება საავტომობილო გზებს, სტიქიურ პროცესებს ისინი მწყობრიდან გამოჰყავს. მიზანი და ამოცანები. კვლევის მიზანია სტიქიური პროცესების გავრცელების თვალსაზრისით აქტიური ტერიტორიების შემოწმება, მონაცემების მიღება, რის საფუძველზეც უნდა შეიქმნას საშიში გეოდინამიკური პროცესების გავრცელების რუკა. შედეგების წარმოდგენა დიაგრამების სახით და მათი შედარება გეოდინამიკური პროცესების განვითარების დინამიკასთან. რის შედეგადაც გაკეთდება პროცესების მოსალოდნელი განვითარების შესახებ გარკვეული პროგნოზირება კატასტროფული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად და გაიცემა შეფასების რეკომენდაციები. ნაშრომის მიზანია დადებითად წარმოაჩინოს თუშეთის ტურისტული პოტენციალი, მისი უნიკალური ბუნება, რათა უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახდეს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის. საქართველოს ეს მხარე ნაკლებად არის ათვისებული ტურუზმის თვალსაზრისით და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. კვლევის ობიექტს წარმოადგენს თუშეთის რელიეფი, გეოდინამიკური პროცესები და ტურისტული პოტენციალი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com