ავტორიზაცია
ალაზნის ვაკის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები და მათი მართვა-რეგულირების საკითხები
ავტორი: დავით გიგაურისაკვანძო სიტყვები: ალაზანი, ვაკე, ლანდშაფტი, ანთროპოგენური
ანოტაცია:
რაც შეეხება, საკვლევ რეგიონს, ალაზნის ვაკეს, ის ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა მდ. ალაზნის ხეობაში, რომლის ფართობი დაახლ. 7000 კვ. კმ-ია. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს კახეთის შესახებ თავის უკვდავ ნაწარმოებში ”აღწერა სამეფოსა საქართველოსა” – ” ხოლო ქვეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა, არამედ უფროს ჰერეთი და უმეტესად ალაზნისა და იორის კიდენი”. აქ ბუნებრივად, ახლო ისტორიულ წარსულში, გაბატონებული იყო ლანდშაფტის შემდეგი ძირითადი ტიპი: 1. ჭალები (ტუგაი), ჭალის მცენარეულობით, ალუვიურ და ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე; 2. ვაკე გამოზიდვის კონუსებით, მდელო-ბუძქნარით ალუვიურ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე; 3. გამოზიდვის კონუსებიანი მთისწინები, ჯაგ-რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე; 4. დაბალი მთები მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით ტყის ყომრალ და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე; 5. ციცაბოფერდობიანი საშუალო მთები წიფლის, მუხისა და წაბლის ტყეებით ტყის ყომრალ ნიადაგებზე; 6. საშუალო მთები რცხილნარ-მუხნარით და ფიჭვნარით, ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე; 7. სუბალპური ტყეები და მდელოები მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგებზე და 8. ალპური მდელოები პრიმიტიული, ჩამორეცხილი მთა-მდელოს ნიადაგებით. ამჟამად კი, ეს ლანდშაფტები თითქმის ყველგან ტრანსფორმირებულია სხვადასხვა ხარისხით, რასაც დეტალურად განვიხილავთ სამაგისტრო ნაშრომში, რომელიც მოიცავს კომპიუტერზე აკრეფილ გვერდს და შედგება შესავლისა და 4 ძირითადი თავისაგან. სამაგისტრო ნაშრომს თან ერთვის სათანადო ცხრილები, გრაფიკები, ტიპიურ ხედთა ფოტო-ილუსტრაციები და საკვლევი რეგიონის სქემატური რუკა.
მიმაგრებული ფაილები:
ალაზნის ვაკის ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტები და მათი მართვა-რეგულირების საკითხები [ka]