ავტორიზაცია
კოლხეთის ცენტრალური ნაწილის ლანდშაფტები და მათი ტურისტულ რეკრეაციული შეფასება
ავტორი: შორენა შარტავასაკვანძო სიტყვები: კოლხეთი, ლანდშაფტი
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომი შეეხება საქართველოს მეტად აქტუალურ რეგიონს _ კოლხეთის ცენტრალურ შავიზღვისპირეთს და ასევე თანამედროვეობის გლობალურ პრობლემას – ბუნებისა და ადამიანის ურთიერთზემოქმედების საკითხებს. სამაგისტრო ნაშრომის თავდაპირველ და ძირითად მიზანს შეადგენდა საკვლევი რეგიონის ბუნებრივ-სარესურსო პოტენციალის შესწავლა, შეფასება და რეგიონულ-გეოგრაფიულ კანონზომიერებათა გამოვლენა. სამაგისტრო თემის დასრულების შედეგად, მიზანი გარკვეულწილად შესრულდა, კერძოდ: ჩატარდა ფაქტორთა ცალკეული ჯგუფის ანალიზი, რის შედეგადაც დადგენილ იქნა საკვლევი რეგიონის, რაციონალური ბუნებათსარგებლობის, მრავალფაქტორული (წამყვანი, ბარიეროგენური, ინდიკაციური) ხასიათი. შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა საკვლევი რეგიონის, ბუნებრივ-სარესურსო პოტენციალი და მისი ძირითადი მიმართულებანი (აგრო-კლიმატური, საკურორტო-მინერალური, ტურისტულ-რეკრეაციული) და სხვ.
მიმაგრებული ფაილები:
კოლხეთის ცენტრალური ნაწილის ლანდშაფტები და მათი ტურისტულ რეკრეაციული შეფასება [ka]