ავტორიზაცია
რესპირატორული ინფექციების გამომწვევი სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგების დახასიათება.
ავტორი: ნინო თათრიშვილისაკვანძო სიტყვები: რესპირატორული ინფექციები, streptococcus pyogenes, streptococcus pneumonia, ბაქტერიოფაგი
ანოტაცია:
სამედიცინი პრაქტიკაში რესპირატორული ინფექციები დღესდღეობით ძალზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ანტიბიოტიკების განუზომელმა გამოყენებამ გამოიწვია ბაქტერიული შტამების რეზისტენტული ფორმის ზრდა და მათთან ბრძოლა კიდევ უფრო გაართულა. პრობლემის გადაწყვეთის ძიებამ წინა პლანზე წამოსწია წლების წინ მივიწყებული ფაგებით მკურნალობის ანუ ფაგოთერაპიის აქტუალობა. უვნებლობა და გვერდითი მოვლენების არ ქონა, მკაცრი სპეციფიურობა, ნორმალურ მიკროფლორის შენარჩუნება-ეს ის თვისებებია, რაც ფაგური პრეპარატებისათვის პრიორიტეტულია. რესპირატორული ინფექციების აღმძვრელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი როლი Streptococcus-ის მიკროორგანიზმებს უკავიათ. აქედან გამომდინარე ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა რესპირატორული ინფექციების გამომწვევი მულტირეზისტენტული Streptococcus პათოგენური ბაქტერიული შტამების საწინააღმდეგო ფაგების გამოყოფა და შესწავლა. სამუშაოში მიღებული და დიფერენცირებული იქნა Streptococcus-ის 57 შტამი, საიდანაც შემოწმებული იქნა 38 პათოგენური შტამის ანტიბიოტიკო- და ფაგომგრძნობელობა. 2 რეზისტენტული შტამების მიმართ გამოყოფილი და დახასიათებული იქნა vB_GEC_Spy_S_1 და vB_GEC_Spn_S_6303 ბაქტერიოფაგები. ელექტრომიკროსკოპიული კვლევით დადგინილ იქნა, რომ ახლადგამოყოფილი ორივე ფაგი Siphoviridae ჯგუფს განეკუთვნება. შესწავლილ იქნა თითეული ფაგის ერთჯერადი გამრავლების ციკლი, ადსორბცია, ლიზისური აქტივობა და გარემო ფაქტორების: ტემპერატურის, UV-ის და ქლოროფორმის ზემოქმედება მათზე. მიღებული შედეგებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ ფაგების მაღალ სტაბილურობაზე გარემო ფაქტორებისადმი. მათი გენეტიკური შესწავლით კი დადგინილ იქნა, რომ vB_GEC_Spy_S_1 და vB_GEC_Spn_S_6303 განსხვავებული ფაგებია. შესწავლილი იქნა ლიზისური აქტივობის სპექტრი და დადგინდა, რომ მოცემული ფაგები აქტიური არიან მხოლოდ Streptococcus spp-ს მიმართ. დახასიათებული vB_GEC_Spy_S_1 და vB_GEC_Spn_S_6303 ფაგები ჩართულ იქნა კომერციულ სამკურნალო-პროფილაკტიკურ ფაგურ პრაპარატში. რის ხარჯეც მოხდა ფაგების აქტივობის გაზრდა.