ავტორიზაცია
საყდრისის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს გეოლოგიური აგებულების თავისებურება და შემცველი ქანების პეტროლოგია
ავტორი: გიორგი ხაჭაპურიძესაკვანძო სიტყვები: ოქრო, საყდრისის
ანოტაცია:
საკვლევ ობიექტს წარმოადგენს საყდრისის ოქროს საბადო. ოქროს გამადნების კვლევა წარმოადგენს აქტუალურ მიმართულებას მისი დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის გამო. ნაშრომში შევეხეთ ბოლნისის მადნიანი რაიონის გეოლოგიის ძირითად საკითხებს, რაიონის შესწავლილობის ისტორიას, მის ეკონომიკურ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაიონის ზოგად გეოლოგიას: გეოტექტონიკურ მდგომარეობას და ტექტონიკურ აგებულებას, მაგმატიზმს. ნაშრომში განხილულია რაიონში გავრცელებული ქანები და ამ ქანებში ოქროს მინერალიზაციის გარკვეული საკითხები (კონცენტრაცია, სინჯიანობა და ოქროს არსებობის ფორმები). ნაშრომის ბოლო ნაწილი ეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებს: ნიმუშების აღების მეთოდოლოგია და მათი შემდგომი ანალიზი; დამზადებული და მიკროსკოპულად გაანალიზებულია პეტროგრაფიული შლიფები, ჩატარდა ძირითადი ქანების სილიკატური ანალიზი რამაც საშუალება მოგვცა უკეთ აგვეხსნა ის პროცესები რომელთა შედეგადაც მოხდა შესასწავლ ტერიტორიაზე ოქროს გამადნება. ჩატარებული კვლევის შედეგები მოყვანილია დასკვნით ნაწილში.
მიმაგრებული ფაილები:
საყდრისის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს გეოლოგიური აგებულების თავისებურება და შემცველი ქანების პეტროლოგია [ka]