ავტორიზაცია
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მეთოდოლოგიური არსი მდ. რიონის აუზის ზემო წელის მაგალითზე
ავტორი: ოთარ ქურციკიძესაკვანძო სიტყვები: სტიქიური გეოლოგიური პროცესები, რისკების შეფასება
ანოტაცია:
მდ. რიონის აუზის ზემო წელი (მდ. ცხენისწყლის ჩათვლით) სტიქიური პროცესების გავრცელების და მათ მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს მიეკუთვნება. მისი რთული გეოლოგიური ბუნება და ძლიერ განსხვავებული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ხელს უწყობს გეოდინამიკური პროცესების მრავალფეროვნებას. რეგიონში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება-აქტივიზაციას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, მაგრამ მათი ექსტრემალური აქტივიზაცია აღინიშნებოდა გარკვეულ პერიოდებში და მეორდებოდა საშუალოდ 8-12 წელიწადში ერთხელ. ბოლო პერიოდში მათი აქტივიზაციის სიხშირის პერიოდი დაირღვა, შედეაგდ პროცესების გააქტიურებას ფონურზე მაღლა ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად. ამის მიზეზია გეოლოგიური პროცესების მასტიმულირებელი უარყოფითი მეტეოროლოგიური ელემენტებისა და მიწისძვრების არასტაციონარულ რეჟიმში გახშირება და ადამიანის მაღალი პრესინგი გეოლოგიურ გარემოში. აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას იძენს თითოეული საშიში გეოლოგიური პროცესის იდენტიფიკაცია, მათი წარმოშობის და განვითარების ფაქტორების დადგენა, მოსალოდნელი საშიშროების რისკების შეფასება და დამცავი-პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება.