ავტორიზაცია
ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის მეთოდები და მისი გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში
ავტორი: ნინო თურქაძესაკვანძო სიტყვები: ულტრაბგერა, სამედიცინო დიაგნოსტიკა.
ანოტაცია:
გამორჩეული ფიზიკური თვისებებისა და გავრცელების თვისებებიდან გამომდინარე მეცნიერების მრავალ დარგში, ულტრაბგერის გამოყენების ფართო სპექტრი არსებობს.უფრო მეტიც, მეცნიერული აზრი კიდევ უფრო შორს წავიდა. ულტრაბგერით სხივებს თუ ელექტრულად გარდავქმნით, ხოლო ამ უკანასკნელს კი სინათლის სხივებად, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ საგნის დანახვა. იგი გამოიყენება მედიცინაში როგორც სამკურნალო, ისე დიაგნოსტიკური მიზნებისთვის. სამედიცინო დიაგნოსტიკაში მოსალოდნელია ნამდვილი რევოლუცია, რადგან მასში არ დარჩა სფერო, რომელშიც ულტრაბგერა არ ასრულებს თავის როლს. დღეისათვის ულტრაბგერა ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში, ქირურგიაში, მეანობაში, ოფთალმოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში და მრავალ სხვადასხვა დარგში. ნაშრომში აღწერილია ულტრაბგერითი ვიზუალიზაციის მეთოდები და მისი გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში.