ავტორიზაცია
მრავალრეჟიმიანი ძებნის ორობითი ხე
ავტორი: გიორგი შველიძესაკვანძო სიტყვები: მონაცემთა სტრუქტურები, ძებნის ორობითი ხე
ანოტაცია:
პროექტის მიზანია მრავალრეჟიმიანი ძებნის ორობითი ხის შექმნა, რომელშიც მონაცემთა საკმაოდ დიდი რაოდენობისთვის იქნება შესაძლებელი ძებნის ორობითი ხის ოპერაციების უფრო სწრაფად შესრულება, ვიდრე ეს ხდება გავრცელებულ და კარგად აპრობირებულ წითელ-შავ და AVL-ხეებში. ამ მიზნით ხის კლასში ჩვენ ვიყენებთ რეჟიმის პარამეტრს. თუ გველის ელემენტების ჩამატების გრძელი სერია, საჭირო რეჟიმის მითითებით მოხდება ხის სწრაფი (წრფივ დროში) გარდაქმნა წითელ-შავ ხედ, სადაც ეს ოპერაცია უფრო სწრაფია. პირიქით, თუ ჩამატებების ნაკადი შეწყდა და იწყება ელემენტების დათვალიერებების და ძებნის გრძელი სერია, ხდება სწრაფი (წრფივ დროში) გადაწყობა AVL ხეზე, სადაც ეს ოპერაცია ყველაზე სწრაფია ძებნის ორობით ხეებს შორის. ცხადია, მონაცემების რაოდენობა საკამრისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ ასეთმა გადაწყობებმა მოგება მოგვცეს დროის თვალსაზრისით.