ka | en
Company Slogan TODO

კონფორმაციული ძვრადობის და სტაბილობის გავლენა გლობულური ცილების ფუნქციურ აქტივობაზე

ავტორი: ტატიანა ტრეტიაკოვა
თანაავტორები: მ. შუშანიანი, თ. ფარცხალაძე, თ. დოლიძე, დ. ხოშტარია
საკვანძო სიტყვები: გლობულური ცილები, ფერმენტები, სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირი, მოლტენ-გლობულა, იონური ლღობილები, სტაბილობა, დენატურაცია, ბიოლოგიური ელექტრონის გადატანა.
ანოტაცია:

ბიომოლეკულების, მათ შორის გლობულური ცილების, სტაბილობას, ფლექსიბილობას და ფუნქციურ აქტივობას შორის ურთიერთკავშირის შესწავლა მნიშვნელოვანია ფუნდამენტური მოლეკულური ბიოფიზიკის და მისი გამოყენებითი ასპექტების განვითარების თვალსაზრისით. ბიომეცნიერებების უახლესი წარმოდგენების თანახმად ცილების ფუნქციონირების მექანიზმების ფუნდამენტური ახსნა მოითხოვს ამ პროცესში ცილის სტაბილობის და ფლექსიბილობის როლის გათვალისწინებას. მოცემულ ნაშრომში განხილულია სამი განსხვავებული გლობულური ცილის, ელექტრონის გადამტანი ცილის, აზურინის და ჰიდროლიზური ფერმენტების, α-ქიმოტრიპსინისა და კარბოქსიპეპტიდაზა A-ს სტაბილობის და დინამიკის თავისებურებები, ფუნქციური აქტივობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება ხსნარებში სხვადასხვა კონცენტრაციის დანამატების არსებობის პირობებში. მსგავსი სახის სისტემატური ფუნდამენტური კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს უწყობს ცილების მუშაობის მექანიზმების ამომწურავ და ჩაღრმავებულ გაგებას და შესაბამისად მათი თვისებების რეგულირების შესაძლებლობას, რომელიც საფუძვლად ედება ბიონანოტექნოლოგიების განვითარებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com