ავტორიზაცია
ლანდაუ-ზენერის პრობლემა კონდენსირებულ დისიპაციურ სისტემებში
ავტორი: თორნიკე ქიმერიძესაკვანძო სიტყვები: ლანდაუ–ზენერის პრობლემა, ბიომოლეკულები, ნაწილაკის ტუნელირება, თერმული ფლუქტუაციები
ანოტაცია:
ნაშრომის ძირითადი მიზანია გაანალიზებული იქნას კონდენსირებულ გარემოში, მათ შორის ბიომოლეკულურ სისტემებში მიმდინარე მუხტის, კერძოდ, ელექტრონის გადატანის პროცესების აღწერის შესაძლებლობა თანამედროვე (განზოგადებული) ატომურ-მოლეკულური გარდაქმნების თეორიის საფუძველზე. მოკლედ არის განხილული აღნიშნული თეორიის წარმოშობის წინაპირობები, კერძოდ, გამოვის პირველი მცდელობა კვანტური თეორიის საფუძველზე აღეწერა კვანტური ნაწილაკის მართკუთხა სტატიკურ ბარიერში ტუნელირების გზით გავლა. ასევე, უფრო ვრცლად, არის განხილული ლანდაუს და ზინერის მიერ დამუშავებული მოდელი, რომელშიც კვანტური ნაწილაკის ტუნელირება განიხილება „კლასიკური ქვესისტემის“ (გარემოს მძიმე ატომების) ფლუქუაციურ მოძრაობასთან ერთობლივად. გარდა ამისა, ნაშრომში განხილულია თანამედროვე განზოგადებული თეორიის ფარგლებში მიღებული კინეტიკური განტოლებების ლანდაუ-ზინერის მოდელიდან ურთიერთკავშირი და ამ განტოლებების გამოყენების მიზანშეწინილება რთული დისიპატიური თავისუფლების ხარისხების მქონე, მათ შორის ბიომოლეკულური, სისტემების შემთხვევაში.