ავტორიზაცია
ფოროვან და ფოროვანი ზედაპირის მქონე სილიკაგელის გლუვ ნაწილაკებზე დაფენილი პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებით მომზადებული სვეტების შედარება ენანტიომერების დაყოფაში
ავტორი: გიორგი ჯიბუტიანოტაცია:
პრეზენტაციაში წარმოდგენილია ენანტიომერების ქირალურ სტაციონალურ ფაზებზე დაყოფის შედარებითი დახასიათება მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდით. ფაზები მომზადებულია ცელულოზა ტრის(4-ქლორო-3-მეთილფენილკარბამატი)-ს დაფენით თანაბარი ზომის ფოროვან და ფოროვანი ზედაპირის მქონე გლუვ სილიკაგელზე. გამოჩნდა რამდენიმე საინტერესო ეფექტი: 1)სტაციონალურ ფაზაზე ქირალური სელექტორის შესადარებელი რაოდენობების შემთხვევაში ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელის (ზფგს) ნაწილაკებით მოომზადებული ფაზის სელექტიურობა აღმოჩნდა მაღალი ვიდრე ფოროვანი სილიკაგელით(ფს) მომზადებული ფაზისა. 2) თეორიული თეფშების სიმაღლე გაცილებით ნელა იზრდება ზფგს-თი მომზადებულ ფაზაზე, ვიდრე ფს-თი მომზადებულ ფაზაზე. 3) მოძრავი ფაზის დაბალ სიჩქარეზე, ზფგს-თი მომზადებული სტაციონალური ფაზის სელექტიურობა ნაკლები იყო კომერციულ ფს-თი მომზადებული სტაციონალური ფაზისაზე, რომელშიც ქირალური სელექტორის რაოდენობა მეტია, თუმცა ნაკადის მაღალლ სიჩქარეზე, ზფგს-თი მომზადებული ფაზის წარმადობა აღმოჩნდა იგივე, ან უკეთესი ვიდრე კომერციული სტაციონალური ფაზის წარმადობა თეორიული თეფშების რიცხვის (N) და გარჩევითობის (Rs) სვეტის სიგრძეზე დამოკიდებულის მიხედთვით მოცემულ ანალიზის დროში.
მიმაგრებული ფაილები:
Comparative high-performance liquid chromatography enantioseparations on polysaccharide based chiral stationary phases prepared by coating totally porous and core-shell silica particles [en]ფოროვან და ფოროვანი ზედაპირის მქონე სილიკაგელის გლუვ ნაწილაკებზე დაფენილი პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებით მომზადებული სვეტების შედარება ენანტიომერების დაყოფაში [ka]