ka | en
ავტორიზაცია
უმასო ორგანზომილებიანი ფერმიონები ძლიერ მაგნიტურ ველში
ავტორი: შალვა ბილანიშვილიანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომში განხილულია დირაკის ტიპის განტოლების გამოყენება კვაზი ორ–განზომილებიანი სისტემების აღწერისთვის.ამგვარი სისტემის რეალისტური მაგალითი არის გრაფენი,და რიგი სხვა ახლად აღმოჩენილი მასალები.ინტერესი ამგვარი ამოცანისადმი განპირობებულია იმ გარემოებით,რომ ელემენტარული აგზნებები ატარებენ უმასო დირაკის ნაწილაკების ნიშან თვისებებს,ამასთან,როგორც ცნობილია,ძლიერ მაგნიტურ ველში მოათავსებისას ამგვარ სისტემაში ადგილი აქვს ანომალურ კვანტურ ჰოლის ეფექტს. მე გავეცანი ლიტერატურას არა-რელატივისტური და რელატივისტური ამოცანის შესახებ,როგორც შედეგი მივიღე ენერგეტიკულიი სპექტრი,სადაც ენერგია პროპორციულია არა საკუთრივ კვანური რიცხვისა,არამედ კვადრატული ფესვისა,ამასთან წარმოდგენილია,დირაკის განტოლებიდან ფერმიონებისთვის პაულის განტოლების მიღება.