ka | en
Company Slogan TODO

ფენოლური ნაერთების შედარებითი ანალიზი ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებულ ღვინოებში

ავტორი: naTela melikidze
საკვანძო სიტყვები: ღვინო, ფენოლური ნაერთები
ანოტაცია:

არქეოლოგიური მონაცემებით საქართველოში ღვინის დაყენების ისტორია ჯერ კიდევ 8000 წლის წინ დაიწყო. ღვინოს ჩვენს ქვეყანაში ძირითადად ორი მეთოდით აყენებენ, ესენია: 1. ტრადიციული (კახური მეთოდი), რომლის მიხედვითაც დაჭყლეტილ ყურძენს ათავსებენ ქვევრში და ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს მტევნის შემადგენელ მაგარ ნაწილებთან ერთად და 2. ევროპული მეთოდი - როდესაც ალკოჰოლური დუღილი ყურძნის მაგარი ნაწილების გარეშე მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დამზადებული ღვინოები ხასიათდებიან უფრო მაღალექსტრაქტულობით, ვიდრე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები. ღვინის მაღალექსტრაქტულობა კი განპირბებებს მასში ძირითადად ფენოლური ნაერთების მაღალ შემცველობას, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვინის ტიპის ჩამოყალიბებაში, მისი დამზადება-შენახვის ყველა ეტაპზე და უშუალო გავლენას ახდენენ გემოზე, ბუკეტზე, ფერზე, გამჭირვალობაზე, დაძველების უნარზე და სხვ. ჩვენი კვლევის მიზანი იყო ფენოლური ნაერთების საერთო რაოდენობის შედარება ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებულ ღვინოებს შორის. დასახული მიზნის მისახწევად დავისახეთ შემდეგი ამოცანები: 1. ფენოლური ნაერთების საერთო რაოდენობის განსაზღვრა ტრადიციული წესით დამზადებულ შემდეგ ღვინოებში: ● “რქაწითელი”(თეთრი), ● “ალაზნის ველი” (თეთრი),● “ბაბანეულის ველი” (თეთრი), ● “საფერავი” (წითელი, 2011 წლის), ● “საფერავი” (წითელი, 2012 წლის), ● “ართანული საფერავი” (წითელი). 2. ფენოლური ნაერთების საერთო რაოდენობის განსაზღვრა ევროპული წესით დამზადებულ შემდეგ ღვინოები: ● ”წინანდალი” (თეთრი), ● “რქაწითელი”(თეთრი), ● ”მწვანე” (თეთრი), ● “ალაზნის ველი” (წითელი), ● “მუკუზანი” (წითელი), ● ”საფერავი” (წითელი). 3. მიღებული შედეგების ანალიზი და სტატისტიკური დამუშავება. ფენოლური ნაერთების საერთო რაოდენობა განვსაზღვრეთ “Varian” - ის ფირმის, cary 50 მოდელის სპექტოფოტომტრით. ფოლინის რეაქტივისა და - ის ზენაჯერი ხსნარის გამოყენებით, 750 ნმ-ზე. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზით დადასტურდა, რომ ქვევრში დურდოზე (ჭაჭაზე) დაყენებულ ღვინოში ფენოლური ნაერთების საერთო რაოდენობა ბევრად აღემატება ევროპული წესით დამზადებული ღვინოებში არსებულ ფენოლური ნაერთების რაოდენობას. აღნიშნული საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ტრადიციული (კახური) წესით ღვინის დაყენება ევროპულთან შედარებით, განაპირობებს ღვინოში ფენოლური ნაერთების უფრო მაღალ შემცველობას.


მიმაგრებული ფაილები:

ფენოლური ნაერთების შედარებითი ანალიზი ტრადიციული და ევროპული წესით დამზადებულ ღვინოებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com