ka | en
Company Slogan TODO

დამუხტული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ძიება იულიხის COSY ამაჩქარებელზე:დეტექტორის კონცეფციის მოდელირება - დეიტრონის პროტონზე დრეკადი გაბნევის პროცესის შემთხვევათა გენერატორის შექმნა

ავტორი: გიორგი ლომიძე
ანოტაცია:

ელემენტარული ნაწილაკებისთვის „აკრძალულია“ არანულოვანი ელექტრული დიპოლური მომენტის არსებობა თუ ფიზიკის კანონები სივრცული P და დროითი T ინვერსიების მიმართ ინვარიანტულია. სტანდარტული მოდელი კარგი სიზუსტით აღწერს ჩვენს სამყაროში ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებას, მასთან ერთად CP სიმეტრიის დარღვევასაც, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არ შეუძლია ახსნას ჩვენს სამყაროში არსებული ასიმეტრია მატერიასა და ანტიმეტერიის შორის. ედმ-ის არანულოვანი მნიშვნელობა პირდაპირი დადასტურებაა CP ინვარიანტობის დარღვევისა, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაკვირვებად სამყაროში არსებული ბარიონ-ანტიბარიონული ასიმეტრიის ასახსნელად. გაჩნდასაჭიროებადავაკვირდეთისეთიმსუბუქიბირთვებისელექტრულდიპოლურმომენტებსროგორიცაამაგალითადდეიტრონი, ამდაკვირვებისპროცესშიშესაძლებელიამოვნახოთისეთიპრობლემებისგადაჭრისგზებირომელსაცჯერჯერობითსტანდარტულიმოდელივერუმკლავდება. აღსანიშნავიარომასეთიექსპერიმენტებისაკმაოდმაღალიმგრძნობიარობისუნდაიყოს. იულიხის COSY ამაჩქარებელზედაგეგმილ ექსპერიმენტებში დეიტრონების ნაკადის შემთხვევაში სავარაუდოდ ~10-29 e*cm მგრძნობელობაა მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ბრუნვის დროს ნაკადის პოლარიზაცია, რომელიც მან არანულოვანი ედმ-ის გამო შეიძლება შეიძინოს, ძალიან მცირეა (~10-15 რად.). დაგეგმილი ექსპერიმენტების მგძნობიარობიდან (10-6 რად.) გამომდინარე სპინური კოჰერენტულობის დრო ~1000 წამს მაინც უნდა შეადგენდეს. ჯერჯერობით მხოლოდ 400 წამია მიღწეული და მიმდინარეობს ამაქარებლის ოპტიმიზაცია. ყოველი ახალი ექსპერიმენტის დაგეგმვას წინ უწსრებს დეტექტორის კონცეფციის არჩევისა და მისი მოდელირების პროცესი. საბაკალავრო ნაშრომი ეხება დეტექტორის მოდელირების ერთ-ერთ საწყის და მნიშვნელოვან ეტაპს – კერძოდ კი დეიტრონის პროტონზე დრეკადი გაბნევის პროცესის შემთხვევათა გენერატორის კოდის შექმნას. დრეკადი გაბნევის პროცესში გაბნეული დეიტრონების მარჯვენა-მარცხენა ასმიმეტრიის გაზომვა საშუალებას იძლევა შევაფასოთ დეიტრონების ნაკადის პოლარიზაცია, რომელიც მას COSY დამაგროვებელ რგოლში დეიტრონების არანულოვანი ედმ-ის გამო გაუჩნდა. იმისათვის, რომ ოპტიმალურად შეირჩეს დეტექტორთა ზომები, მათი განლაგება სივრცეში და შეფასდეს ექსპერიმენტისათვის საჭირო დრო, აუცილებელია რეალური შემთხვევათა გენერატორის ქონა. ჩვენს საბოლოო ამოცანას შეადგენს dp დრეკადი გაბნევის პროცესის მოდელირება დამცემი დეიტრონის 270 მევ ენერგიაზე. ამ რეაქციის არჩევა იმითაა გამოწვეული, რომ ამ ენერგიაზე რეაქციის ანალიზირების უნარი საკმაოდ მაღალი სიზუსტითაა ცნობილი, რაც აუცილებელია ნაკადის პოლარიზაციის შესაფასებლად. ამ ამოცანის მოტივაცია არის მისი გამოყენება ედმ კვლევებისათვის იოლიხის COSY ამაჩქარებელზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com