ავტორიზაცია
სტუდენტის ინდივიდუალური ცხრილის ფორმირების სისტემა
ავტორი: გიორგი მეგრელითანაავტორები: ირაკლი მინდორაშვილი, სანდრო მჭედლიშვილი, ირაკლი პაპავა
საკვანძო სიტყვები: სასწავლო პროცესის მართვა, ევრისტიკული ალგორითმი
ანოტაცია:
პროექტის მიზანია შეიქმნას პროგრამული სისტემა ინტეგრირებადი აპრიკაციის სახით, რომელიც სტუდენტს მაქსიმალურად მისაღები სასწავლო ცხრილის შერჩევაში დაეხმარება. მომხმარებლეს (სტუდენტს) საშუალებას აძლევს მისთვის პრიორიტეტული საგნების, დღეების და საათების შერჩევის შემდეგ შესთავაზოს ცხრილის სხვადასხვა ვარიანტი მეცადინეობის ფორმატის მითითებით (საერთო ლექცია, პრაქტიკული მუშაობა, ლაბორატორიული მუშაობა და ა.შ.). აპლიკაციის ფუნქციონირების მიზანია მომხმარებელმა მიიღოს ოპტიმალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული შედეგი, თუმცა ეს უმეტეს შემთხვვაში ვერ მოხერხდება, რადგან ალგორითმი დამოკიდებულია რამდენიმე შეზღუდვაზე. ეს შეზღუდვებია: • თითოეულ საგანზე დაშვებული სტუდანტთა რაოდენობა. • მაღალ პრიორიტეტულ დროის მონაკვეთებზე საგნების არარსებობა. • სავალდებულო საგნებზე დამოკიდებულება. • საგნების ასაღებად არსებული წინაპირობები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ საგნების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებელს შეუძლია რომ აირჩიოს საკმაოდ მცირდება, რაც თავისთავად ამცირებს ოპტიმალური შედეგის მიღების შანსს. აპლიკაცია წარმოადგენს პროექტის ავტორების მიერ მოდიფიცირებულ ევრისტიკულ ალგორითმს, რომელიც რეალიზებილია PHP ენაზე, ორიგინალურია და იყენებს მხოლოდ PHP - ის სტანდარტული ფუნქციებს.
მიმაგრებული ფაილები:
სტუდენტის ინდივიდუალური ცხრილი-პრეზ [ka]სტუდენტის ინდივიდუალური ცხრილის ფორმირების სისტემა [ka]