ავტორიზაცია
ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემა: სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ჰიბრიდული ალგორითმები
ავტორი: ზურაბ კაციტაძესაკვანძო სიტყვები: ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემა, სატრანსპორტო მარშრუტიზაცია, ალგორითმები
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანა (სმა) გართულებულ და ექსტრემალურ გარემოში. ასეთ შემთხვევებში ობიექტური შემავალი მონაცემები კლასიკური სმა-თვის არ არსებობს და მხოლოდ ექსპერტული ცოდნა და ექსპერტთა მონაცემები წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას პრობლემის გადასაწყვეტად. ასეთი მონაცემებია: გზებზე სატარნსპორტო საშუალების (სს) მიერ გადაადგილებისთვის დახარჯული მიახლოებითი დრო; პუნქტებს შორის სს -ის დროული გადაადგილების შესაძლებლობის ხარისხები და სხვ. ექსპერტული მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ გადაწყდეს სმა სხვა კრიტერიუმებთან ერთად კიდევ ერთი კრიტერიუმის - მარშრუტის სანდოობის გათვალისწინებით. სადიპლომო ნაშრომში წარმოდგენილია სატრანსპორტო მარშრუტიზაციის ამოცანებში შემავალი მონაცემების ფორმირებისა და სტრუქტურირების გზები. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: მოცემული გვაქვს წერტილები (კვანძები, ანუ მომხმარებლები) და ეს წერტილები უნდა დავსვათ რუკაზე, გამოვთვალოთ წყვილ წერტილებს შორის უმოკლესი მანძილი და ავაგოთ შესაბამისი მატრიცა. ნაშრომში განხილულია მანძილების მატრიცის გენერაციის მეთოდი google - ის რუკის საფუძველზე. შექმნილია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. განხილულია სატესტო მაგალითი ქ. თბილისის უნივერსიტეტების ქსელის ასაგებად, რომლის დეპო-ს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათავო ოფისი.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომის დოკუმენტი [ka]სამაგისტრო ნაშრომის ანოტაცია [ka]
სამაგისტრი ნაშრომის პრეზენტაცია [ka]