ავტორიზაცია
სხვადასხვა წარმოების არაჟანში რძის ცხიმის შემცველობის შედარებითი ანალიზი
ავტორი: სალომე ლებანიძესაკვანძო სიტყვები: არაჟანი, რძის ცხიმი, ფალსიფიკაცია
ანოტაცია:
ანოტაცია საბაკალავრო ნაშრომი ეხება სხვადასხვა წარმოების არაჟანში რძის ცხიმის შემცველობის კვლევას და მის შედარებით ანალიზს პროდუქტის ნატურალობის დადგენის მიზნით. რძემჟავა პროდუქტებიდან არაჟანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რომელიც თავისი მაღალი ბიოლოგიური და კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. საქართველოს სასურსათო ბაზარზე არაჟანი მაღალი მოთხოვნით ხასიათდება. არაჟნის ასორტიმენტი მრავალფეროვანია, თუმცა მათი ხარისხი განისაზღვრება საერთო ცხიმში რძის ცხიმის პროცენტული შემცველობით. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები მოგების გაზრდის მიზნით, არაჟნის დასამზადებლად, რძის ცხიმის ნაცვლად საკმაოდ ხშირად იყენებენ დაბალფასიან მყარ მცენარეულ ზეთებს ან ჰიდროგენიზირებულ ცხიმებს. ბაზარზე არაჟნის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის ჩვენ მიზნად დავისახეთ შემდგი ამოცანების გადაწყვეტა: აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო იყო შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა: 1) შერჩეულ ნიმუშებში საერთო ცხიმიანობის განსაზღვრა 2) საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობის განსაზღვრა; 3) მიღებული შედეგების შედარება სტანდარტის მაჩვენებლებთან ჩვენს მიერ აღებულ იქნა 7 ნიმუში , მათში გამოკვლეულ იქნა ცხიმის საერთო რაოდენობაში რძის ცხიმის შემცველობა. რძის ცხიმის რაოდენობის განსაზღვრა ვაწარმოეთ სსტ 77:210 მეშვეობით. შერჩეული ნიმუშებიდან 3 აღმოჩნდა ნამდვილად არაჟანი, ხოლო 4 ფალსიფიცირებული, რომლებიც შეიცავდნენ ჰიდროგენიზირებულ ცხიმებს და მათ არ შეიძლება, რომ ეწოდოს არაჟანი.