ka | en
Company Slogan TODO

სხვადასხვა წარმოების კარაქში რძის ცხიმის შემცველობის შედარებითი ანალიზი

ავტორი: mariam bendeliani
საკვანძო სიტყვები: karaqi, cximi, falsifikacia, mjavuri metodi
ანოტაცია:

ანოტაცია ცხოველური წარმოშობის ცხიმებიდან კარაქი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელთა შორის, მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვთა კვებაშიც, რაც მისი მაღალი კალორიულობით, ბიოლოგიური ღირებულებითა და მაღალი შეთვისებადობით არის განპირობებული. უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა კარაქის მწარმოებელთა რაოდენობა და შესაბამისად ასორტიმენტიც. ამჟამად კარაქი მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ფალსიფიცირებად პროდუქტს, რაც აქტუალურს ქმნის კარაქის ბაზრის შესწავლას ფალსიფიკაციის თვალსაზრისით. საბაკალავრო ნაშრომში გამოკვლეულია კარაქის, კერძოდ ნაღების კარაქის ბაზარზე არსებული ხარისხობრივი ფალსიფიკაცია, საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობის განსაზღვრის გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო იყო შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა: 1) საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობის განსაზღვრა; 2) შერჩეულ ნიმუშებში საერთო ცხიმიანობის განსაზღვრა 3) მიღებული შედეგების შედარება სტანდარტის მაჩვენებლებთან 4) მიღებული შედეგების მიხედვით დასკვნების და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ჩვენს მიერ აღებულ იქნა 7 ნიმუში , მათში გამოკვლეულ იქნა ცხიმის საერთო რაოდენობაში რძის ცხიმის შემცველობა. რძის ცხიმის რაოდენობის განსაზღვრა ვაწარმოეთ სსტ 77:210 მეშვეობით. მიღებული შედეგებით ვახდენდით კარაქის იდენტიფიკაციას.


მიმაგრებული ფაილები:

სხვადასხვა წარმოების კარაქში რძის ცხიმის შემცველობის შედარებითი ანალიზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com