ka | en
ავტორიზაცია
კვანტური ნაწილაკის მოძრაობა უსასრულო სიღრმის ორმოში ადიაბატურად ცვლადი გეომეტრიით
ავტორი: დაჩი მეურმიშვილისაკვანძო სიტყვები: უსასრულო კვანტური ორმო, ბერის ფაზა, გეომეტრიული ფაზა, ადიაბატური პროცესი
ანოტაცია:
მოცემულ საბაკალავრო ნაშრომში განხილულია ნაწილაკის მოძრაობა ერთგანზომილებიან უსასრული სიღრმის კვანტურ ორმოში რომლის ერთი გვერდიც დროში ცვლად ფუნქციას წარმოადგენს. ამოცანის დასმისას აქცენტი გაკეთებულია ადიაბატურად ცვლად გეომეტრიაზე, რომელიც თუ სივრცის ტოპოლოგია იძლევა საშუალებას, წარმოქმნის ბერის ფაზას. ამოცანის ამოხსნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტალღური ფუნქციის დროზე დამოკიდებული ფაზის გამოთვლას. ჩვენს შემთხვევაში ამოცანის ტოპოლოგია ტრივიალურია , ამიტომ ბერის ფაზა არ წარმოიქმნება. ამასთან დასმული ამოცანა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საცდელი მიახლოება უფრო რთული, არატრივიალური გეომეტრიის მქონე ამოცანებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
კვანტური ნაწილაკის მოძრაობა უსასრულო სიღრმის პოტენციალურ ორმოში ადიაბატურად ცვალებადი გეომეტრიით [ka]