ka | en
Company Slogan TODO

ღრუბლოვანი კომპუტინგის შეფასება - განსხვავება ტრადიციული IT აუთსორსინგთან

ავტორი: ივა უგულავა
საკვანძო სიტყვები: ღრუბლოვანი კომპიუტინგი, IT ოუთსორსინგი
ანოტაცია:

ანოტაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ინტერნეტის სისწრაფე საშუალოდ 1000-ჯერ გაიზარდა, ამან შესაძლებელი გახადა პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების განთავსება მოშორებულ სერვერზე ანუ „ღრუბელში“, საიდანაც მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი პრობლემების გარეშე. Cloud Computing (ღრუბლოვანი კომპუტინგი) არის ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობას გამოთვლითი რესურსების განსანთავსებლად და ასეთი მომსახურეობის მომხმარებლისათვის მიწოდებას. ღრუბლოვანი გამოთვლების გამოყენება იძლევა პროგრამების მომსახურეობა და მონაცემების შენახვა გადაეცეს ისეთ სისტემებს, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი საიმედოობა, სთავაზობენ პრაქტიკულად ამოუწურავ რესურსებს, საგრძნობლად ამცირებენ მომსახურეობის ღირებულებას და მომხმარებლებს სთავაზობს მზა სერვისებს. ტექნოლოგიური სამყაროს ზრდასთან ერთად იზრდება კომპანიის ბიზნეს მოთხოვნებიც. იმისათვის, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურამ დააკმაყოფილოს ყველა მის წინაშე მდგარი მოთხოვნა და გადაჭრას სხვადასხვა ამოცანები, აუცილებელია მას მართავდეს გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი. აუთსორსინგი (outsourcing) არის ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დროსაც ერთერთი ორგანიზაცია მეორეს გადასცემს მომსახურეობაზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან (IT – Information Technology) დაკავშირებულ ფუნქციებს, ბიზნეს პროცესებს და ა.შ. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია განვიხილოთ Cloud-ის შესაძლებლობები, როგორც აუთსორსინგ-ის ვარიანტი, რომელიც რეალურად განსხვავდება „ტრადიციული“ IT აუთსორსინგ-ისგან. ასევე განვიხილავთ იმ ასპექტებს, რომლებიც შესაძლებელია დაემატოს ან იქნას ამოღებული ღრუბლოვანი კომპუტინგის შესაძლებლობის გათვალისწინებისას ტრადიციულ IT აუთსორსინგ-თან მიმართებაში. თეორიული ნაშრომების დახმარებით, ინტერვიუები დავიწყეთ 3 კომპანიაში, რომ შეგვეცნო რა იყო მათი საერთო აზრი და ცოდნა ღრუბლოვანი კომპუტინგის შესახებ. დაისვა ღია კითხვები რათა პასუხები ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია._სამაგისტრო_ნაშრომი_-_ივა_უგულავა [ka]
სამაგისტრო ნაშრომი - ივა უგულავა [ka]
სამაგისტრო ნაშრომი - ივა უგულავა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com