ავტორიზაცია
კახეთის რეგიონის ეგზოდინამიკური პროცესები
ავტორი: თორნიკე თოღუზაშვილიანოტაცია:
ანოტაცია თემის აქტუალობა: კახეთის რეგიონში განვითარებულია მრავალსახეობრივი გეოდინამიკური პროცესები. ამ მხრივ რეგიონი ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია, თანამედროვე სტიქიურ-დამანგრეველი პროცესების გამოვლინების, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა განსაკუთრებით საშიშ კატეგორიამდეა მისული. რეგიონში განვითარებულია თითქმის ყველა სახის გეოდინამიკური პროცესი: ღვარცოფები, მეწყერები, წყალდიდობები, თოვლის ზვავები, კლდეზვავები, ეროზია და სხვ. სტიქიური პროცესები ვრცელდება კახეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. რისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორიც ადამიანის ინტენსიური, საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობაა, რომელიც ხდება ღვარცოფების, მეწყერების, ეროზიული და გამოფიტვის პროცესების განვითარების ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების ფონზე. სტიქიის პერიოდული გააქტიურება დიდ საშიშროებას უქმნის კახეთის კავკასიონისა და ცივ-გომბორის მთისწინეთში განლაგებულ დასახლებათა უმეტესობას, ანადგურებს სავარგულებს, მწყობრიდან გამოჰყავს საირიგაციო კომუნიკაციები, საავტომობილო და სარკინიგზო გზები. მიზანი და ამოცანები: ნაშრომის მიზანია საველე-საექპედიციო მუშაობა, სტიქიური პროცესების გავრცელების თვალსაზრისით აქტიური ტერიტორიების შემოწმება, მონაცემთა მიღება, რის საფუძველზეც უნდა შეიქმნას საშიში გეოდინამიკური პროცესების რუკა, დაითვალოს ნალექების მრავალწლიური რაოდენობა, ასევე განმეორებადობა ნალექების შიდაწლიური გადახრის, საშუალო მრავალწლიური ნორმიდან, დღე-ღამეში ნალექების მოსვლის განმეორებადობა, შედეგების წარმოდგენა დიაგრამების სახით და მათი შედარება გეოდინამიკური პროცესების ტენდენციასთან, რაც, საბოლოო ჯამში, საშუალებას მოგვცემს კატასტროფული ბდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, მოვახდინოთ პროცესების მოსალოდნელი განვითარების გარკვეული პროგნოზირება. კვლევის ობიექტს წარმოადგენს კახეთის რეგიონის გეოდინამიკური პროცესები. კვლევის შედეგი: საველე და კამერალური კვლევების განზოგადების შედეგად მოხდა ეგზოდინამიკური პროცესების გამოვლინების თვალსაზრისით აქტიური და საშიში ტერიტორიების შეფასება, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. შეიქმნა საშიში გეოდინამიკური პროცესების გავრცელების რუკა. დაითვალა ნალექების მრავალწლიური რაოდენობა, მათგან დაითვალა განმეორებადობა ნალექების შიდაწლიური გადახრის საშუალო მრავალწლიური ნორმიდან, დღე-ღამეში ნალექების ექსტრემალური რაოდენობის მოსვლის განმეორებადობა, მოხდა შედეგების წარმოდგენა დიაგრამების სახით და მათი შედარება გეოდინამიკური პროცესების განვითარების ტენდენციასთან, გაიცა საშიშროების თავიდან ასაცილებლად შეფასების შესაბამისი რეკომენდაციები.
მიმაგრებული ფაილები:
კახეთის რეგიონის ეგზოდინამიკური პროცესები [ka]