ავტორიზაცია
მდ. ფარავნის აუზის რელიეფი და მდგრადი განვითარების პერსპექტივები
ავტორი: ალექსანდრე მესარკიშვილიანოტაცია:
საკვლევ რეგიონად შეირჩა მდ. ფარავნის აუზი.ნაშრომის მთავარია მიზანია დაგვანხოს კავშირი რელიეფსა, მდგრად განვითარებას და ტურიზმს შორის ამ ტერიტორიაზე. ამ სფეროებს შორის აქტუალობა გამოწვეულია აუზის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების და კულტურული მემკვიდრების სიმარვლით, ასევე ადგილობრივი ადამიანთა რესურსი გეოპოლიტიკური მდებარეობის, ბუნებრვი მრავალფეროვნებით, ოროგრაფიული ერთეულებით.ამის გარდა საკმაოდ გაიზარდა ანტროპოგენული ზემოქმედა ამ რეგიონში, უკვე დასრულებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა , მომავალში უნდა განხოციელდეს მაგისტრალური გზების რებილიტაცია, ნაწილობრივ სამუშაობი არის განხორიცლებული, შეკეთდა თბილისი-ახალქალაქის გზა.იქმნება ჯავახეთის დაცული ტერიტორი, სადაც შედის 5 ტბა (კარწახი, ბუღდაშენი, ხანჩალი, მადათაფა და საღამო) თავისი მიმდებარე ჭარბტენიანი.მდინარე ფარავნის აუზში საველე კვლევების შედეგად შესწავლილი იქნა გეოგრაფიული გარემოს თანამედროვე მდგომარეობა კომპლექსური მიდგომით, კარტოგრაფიული და აეროკოსმოსური მასალების საფუძვლებზე. გეოინფორმაციული სისტემის (ArcGis) მეშვეობით შედგა 5-6 რუკა, მოხდა საკვლევი ტერიტორიების დათვალიერება და გამოკვლევა, გადაღებული იქნა ფოტო და ვიდეო მასალები. მოხდა აქ მიმდინარე გეოდინამიურ პროცესებზე მონიტორინგული დაკვირვება ნახევრად სტაციონალური, მოხდა გეოგრაფიულ გარემოს ცალკეული ფაქტორების და აგენტების გამოკვლევა (რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფიული ქსელი, ნიადაგი) ჩატარდა მათი გეოგრაფიული შეფასება. აგრეთვე შეფასდა ზოგადად, თუ რა სახეცვლილება განიცადა ლანდშაფტმა.კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ, აუზის ტერიტორიაზე არსებობს სოფლები რომლებიც ზ.დ. 2000 მ-ზე მაღლა მდებარობენ და განსხვავებით უშგულისგან , ჯუთისგან და სხვა მაღალ მთიანი სოფლებისგან , ეს სოფლები უფრო მეტად არის დასახლებული, რაც სიახლეა.
მიმაგრებული ფაილები:
მდ. ფარავნის აუზის რელიეფი და მდგრადი განვითარების პერსპექტივები [ka]