ka | en
Company Slogan TODO

მზის რადიაცია და ჰელიორესურსები

ავტორი: გიორგი ავსაჯანიშვილი
ანოტაცია:

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლების და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაა. ეს ტენდეციები მკვეთრად აისახება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ენერგეტიკის განვითარების პროგრამებში, სადაც ნავარაუდებია 2020 წლისთვის, სრულ ენერგეტიკულ ბალანსში, განახლებადი წყაროების წილის 20 %–მდე გაზრდა. დედამიწაზე მზე ენერგიის ამოუწურავი წყაროა. დღესდღეობით ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტემპები მზის ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო შესაძლებელი. მზის ენერგო დანადგარების საშუალებით შესაძლებელია მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა და მისი გამოყენება, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული მიზნებისთვის. მართალია მზის ენერგიის გამოყენებას დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ნელ–ნელა უფრო აქტუალური ხდება, რადგან მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობა მოითხოვს ენერეგეტიკის ინტენსიურ განვითარებას. მზის ენერგიის გამოყენების აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამოუწურვადი ენერგიაა, მაშინ როდესაც ქვანახშირი, ნავთობი და გაზი არცთუ ისე ბევრია. განახლებადი ენერგეტიკა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მზის გამოსხივებას უკავშირდება, სწორედ მზის რადიაციის ტექნიკური გამოყენების საკითხებს სწავლობს მეცნიერების ახალი დარგი ჰელიოტექნიკა. ჰელიოდანადგარების ეფექტურობას განაპირობებს მზის ნათების ხანგრძლივობა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით კი მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას მზის ენერგიის გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.


მიმაგრებული ფაილები:

მზის რადიაცია და ჰელიორესურსები [ka]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com