ავტორიზაცია
დენდრიმერების G4-ის და მისი ლიგანდებთან კომპლექსების ბიოფიზიკური კვლევები
ავტორი: მარიამ ციცვიძესაკვანძო სიტყვები: დენდრიმერი, ნანონაწილაკი, SDS მარილი
ანოტაცია:
ანოტაცია წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია PAMAM G4 დენდრიმერის, SDS დეტერგენტის მარილის და დნმ-ის კომპლექსის კალორიმეტრული კვლევები. ნაშრომში დამაჯერებელია ის მიზანი, რაც გულისხმობს ამ კომპლექსის, როგორც „საჭირო“ გენის უჯრედში გადამტანი ნანონაწილაკების დამზადებას. ამ მიზნის მიღწევა უკავშირდება დენდრიმერ-დნმ-ის კომპლექსის ტემპერატურული სტაბილობის დადგენას, ისევე როგორც აუცილებელია ვიცოდეთ მიღებული კომპლექსის სტრუქტურა და ფიზიკო-ქიმიური თვისებები. ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე, კერძოდ მიღებული კალორიმეტრული მრუდებიდან, ნათლად ჩანს, რომ ადგილი აქვს დნმ-ის სითბური ლღობის მრუდის ფორმის ცვლილებას მას შემდეგ რაც დნმ-ის მოლეკულა წარმოქმნის კავშირებს G4 დენდრიმერთან. ამ კავშირების წარმოქმნას ადასტურებს კალორიმეტრული სითბოსშთანთქმის მრუდების ცვლილებას (სუფთა დნმ-ის სითბოსშთანთქმის მრუდების მიმართ), რაც ცალსახად ადასტურებს რომ წარმოიქმნა კომპლექსი (ჩნდება კავშირები) დნმ-სა და G4 დენდრიმერს შორის. მეორეს მხრივ, ასევე ნათლად ჩანს, რომ დენდრიმერი უკავშირდება უპირატესად დნმ-ის მოლეკულის იმ უბნებს, რომელიც მდიდარია გუანინ-ციტოზინის წყვილებით. მეტად სასარგებლო აღმოჩნდა სამმაგი კომპლექსის გაკეთება, რომელიც შედგება დნმ-ი, PAMAM G4 დენდრიმერის და SDS მარილისაგან. დეტერგენტი SDS მარილი საჭირო გახდა იმისთვის, რომ მოხდეს PAMAM G4 დენდრიმერის თავაკისა და დნმ მოლეკულაში არსებული ფოსფატური ნაშთების უარყოფითი მუხტის ეკრანირება, რითიც მიიღება უფრო ეფექტური გენის გადამტანი ნანონაწილაკები. ნაჩვენებია, რომ SDS მარილი დნმ-ის მოლეკულასთან შერევისას წარმოქმნება ისეთი კომპლექსი, რაც ზრდის დნმ-ის თერმოსტაბილობას, რომელიც ასევე დამოკიდებულია SDS მარილის კონცენტრაციაზეც. დნმ-ის ხსნარში SDS მარილის და PAMAM G4 დენდრიმერის დამატებისას ადგილი აქვს დნმ-ი მოლეკულაში ხდება ორი განსხვავებული სტაბილობის სტრუქტურების წარმოქმნა.