ka | en
Company Slogan TODO

სუსტი მჟავა ბუნების მქონე ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებისა და ნორმალური მოძრავი ფაზების გამოყენებით

ავტორი: nino nadirashvili
ანოტაცია:

წინამდებარე ნაშრომში შესწავლილ იქნა სუსტი მჟავა ბუნების მქონე ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით ქირალურ სელექტორებად პოლისაქარიდების ნაწარმების გამოყენებით. ჩატარებული იქნა ქირალურ ნივთიერებათა ენანტიომერული ნარევების დაყოფა სხვადასხვა ნორმალური მოძრავი ფაზების: ჰექსანი/იზოპროპანოლი/ჭიანჭველამჟავა 70/30/0,1; ჰექსანი/იზოპროპანოლი/ძმარმჟავა 70/30/0,1; ჰექსანი/ეთანოლი/ჭიანჭველმჟავა 70/30/0,1; ჰექსანი/იზოპროპანოლი/ჭიანჭველამჟავა 80/20/0,1 გამოყენებით. ჭიანჭველამჟავას ნაცვლად ალბათ უნდა გამოვიყენოთ ჭიანჭველმჟავა. დააზუსტეთ ბატონ იოსებ ჩიკვაიძესთან და საჭიროების შემთხვევაში შეასწორეთ მთელ სამუშაოში.სტაციონალურ ფაზებად გამოყენებული იყო ახალი ტიპის სვეტები: ცელულოზა-1, ცელულოზა-3, ცელულოზა-4, ამილოზა-2, სეპაპაკ-6. ექსპერიმენტმა გვიჩვენა რომ მოძრავ ფაზად ჰექსანი/იზოპროპანოლი/ჭიანჭველამჟავა 70/30/0,1 გამოყენებამ მოგვცა უფრო მეტი ფუძისეული დაყოფა ვიდრე სხვა ფაზების შემთხვევაში. აგრეთვე, ორივე დანამატზე ( ჭიანჭველამჟავა, ძმარმჟავა) დაკვირვებამ გვიჩვენა რომ ჩვენს მიერ ექპერიმენტში გამოყენებული ქირალური სტაციონალური ფაზებიდან ყველაზე მეტი ფუძისეული დაყოფა მოგვცა ცელულოზა-4 სვეტმა. სვეტის ცვლილებამ ერთი და იმავე მოძრავი ფაზის გამოყენებისას გამოიწვია ელუირების რიგის შებრუნება



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com