ka | en
ავტორიზაცია
ტრიაზოლის ჯგუფის ქირალური სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატების სტერეოიზომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორებისა და პოლარულ-ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით
ავტორი: nana butskhrikidzeანოტაცია:
წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი იქნა ტრიაზოლის ჯგუფის ქირალური სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატების სტერეოიზომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში, პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორებისა და პოლარულ-ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით.ექსპერიმენტში გამოყენებული იქნა ექვსი სტაციონარული ფაზა, მოძრავ ფაზებად, ეთანოლის, მეთანოლის და აცეტონიტრილის თანაობისას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილებას. დადგენილი იქნა სტერეოიზომერების ელუირების რიგის ცვლილების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა ქირალური სელექტორის შედგენილობის და მოძრავი ფაზის ბუნების გავლენით.