ავტორიზაცია
არილპროპიონის მჟავას ნაწარმი ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით.
ავტორი: თათია კახუაშვილიანოტაცია:
არილპროპიონის მჟავას ნაწარმები ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალწამლო საშუალებების მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს. კარგად არის დადგენილი ამ რიგის ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა ენანტიომერების განსხვავებული ფარმაკოლოგიური ეფექტი და ფარმაკოკინეტიკა. ადრინდელ გამოკვლევებში ძირითადათ შესწავლილია ამ სამკურნალწამლო საშუალებათა ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში ნორმალური და შებრუნებულფაზიანი ელუენტების გამოყენებით და ლიტერატურაში არ არის აღწერილი ამ მიზნით პოლარული ორგანული ელუენტების სისტემატური გამოყენება. წინამდებარე საბაკალავრო ნაშრომში შესწავლილია არილპროპიონის მჟავას ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა განსხვავებული შედგენილობის მქონე 6 პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზისა და 3 სხვადასხვა პოლარულ ორგანული მოძრავი ფაზის გამოყენებით.დადგენილი იქნა ენანტიომერების ელუირების რიგის შებრუნების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა ქირალური სელექტორის და მოძრავი ფაზის შედგენილობის ცვლილებით.დადგენილი იქნა ენანტიომერების ელუირების რიგის შებრუნების რამდენიმე საინტერესო შემთხვევა ქირალური სელექტორის და მოძრავი ფაზის შედგენილობის ცვლილებით.