ავტორიზაცია
კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პორტალი
ავტორი: ხატია ქამუშაძეთანაავტორები: ჯგუფი
საკვანძო სიტყვები: ელექრონული სწავლება, კომპიუტერული უნარები
ანოტაცია:
ჯგუფურ პროექტში წარმოდგენილია ელექტრონული სწავლების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერული უნარების და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის მსურველთათვის (სკოლის მოსწავლები, სტუდენტები) შეიქმნას პორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საბაზისო ცოდნის მიღება საოფისე პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების საფუძვლებში. ელექტრონული სწავლება სასწავლო აქტივობაა, რომელიც ხორციელდება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. იგი ტრადიციული განათლების ყველა ფორმის ორგანიზაციული, მეთოდური და ტექნიკური უზრუნველყოფის თვისებრივი სახეცვლილებაა, ჩვენი სისტემა ხასიათდება ევოლუციურობით, კოდი არის ისე სტრუქტურირებული, რომ ადვილი შესაძლებელია მასში ცვლილებების შეტანა და ახალი ფუნქციონალების დამატება, ამავე დროს იგი მდგრადია შესაძლებელი ცვლილებებისადმი. ელექტრონული სწავლების პორტალის რეალიზაცია მოხდა ახალი ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების საშუალებით. პროექტი დაწერილია Server side PHP - ზე, front – Html,Javascript, ხოლო მონაცემთა ბაზად გამოყენებულია My Sql.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]რეფერატი [ka]