ka | en
Company Slogan TODO

ქსელური Firewall-ების ეფექტურობის შეფასება და მათი შედარება DDOS შემოტევებისას

ავტორი: ანა ლიმ
საკვანძო სიტყვები: ქსელი, დაცვა, DDOS შეტევები, ქსელთაშორისი ეკრანი
ანოტაცია:

ნაშრომის მიზანია გამოავლინოს კომპიუტერული ქსელის დაცვის ყველაზე მისაღები ზომები. მომხმარებელთა დაუცველ კომპიუტერებზე გამუდმებული თავდასხმების გამო Firewall-ის შერჩევის პრობლემა ამჟამად მწვავე სახეს იძენს. Firewall-ების შედარებისათვის აუცილებელია კრიტერიუმების შემუშავება, თუ რას ვუწოდოთ „უკეთესი“ და რას „უარესი“. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის პროდუქტია უკეთესი, რომელიც მეტად მდგრადია შეტევებისას. დაცვის სისტემების მიმართ მთავარი მოთხოვნაა საიმედო და უსაფრთხო დაცვა ნებისმიერ ვითარებაში. თუკი დაცვის სისტემა მწყობრიდან გამოდის მან უნდა დახუროს წვდომა თქვენს ქსელთან და არ გახადოს ხელმისაწვდომი. პროდუქტის ანოტაცის უმრავლესობა ძირითად ნაწილს უთმობს სამომხმარებლო ინტერფეისის აღწერას. უმრავლეს შემთხვევაში ქსელთაშორისი დამცავი სისტემა შავი ყუთია, რომელიც დაყენებულია კარგად დაცულ ადგილას და მასთან ვერავინ აღწევს სპეციალურად მომზადებული ადმინისტრატორების გარდა. კარგია თუ ინტერფეისი ლამაზი და მოხერხებულია, მაგრამ კონფიგურაციაში ცვლილებების შეტანის მოხერხებულობამ შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების მიერ დაცვის შესუსტება. ამიტომ მოხერხებული ინტერფეისი შეიძლება იქცეს ნაკლად. მოცემული პრობლემის აქტუალობა ინფორმაციულ საზოგადოებაში ძალიან მაღალია, რადგანაც არამარტო პროგრამული უზრუნველყოფა იხვეწება და ვითარდება სწრაფი ტემპით, არამედ ბოროტმოქმედთა თავდასხმის მეთოდებიც.


მიმაგრებული ფაილები:

ანა ლიმ - ქსელური Firewall-ების ეფექტურობის შეფასება და მათი შედარება DDOS შემოტევებისას (პრეზენტაცია) [ka]
ქსელური Firewall-ების ეფექტურობის შეფასება და მათი შედარება DDOS შემოტევებისას [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com