ka | en
Company Slogan TODO

იმიდაზოლისა და ტრიაზოლის ნაწარმების ენანტიომერების დაყოფა კაპილარული ელექტროფორეზის გამოყენებით

ავტორი: ანა გოგოლაშვილი
თანაავტორები: ლალი ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: კაპილარული ელექტროფორეზი, ქირალობა, ენანტიომერები
ანოტაცია:

შესწავლილი იქნა იმიდაზოლისა და ტრიაზოლის ნაწარმი ფარმაცევტული საშუალებების ენანტიომერების დაყოფა კაპილარული ელექტროფორეზის გამოყენებით. გამოყენებული იქნა ბუნებრივი და სინთეზური ციკლოდექსტრინები. ქირალურ მოდიფიკატორებად გამოყენებულ იქნა ბუნებრივი ციკლოდექსტრინები, როგორებიც არის (α-, β- და γ-ციკლოდექსტრინები და დერივატიზირებული ციკლოდექსტრინები (ჰეპტაკის-(2,6-O-დიმეთილ)-ბეტა-CD, და ჰეპტაკის(2,3,6-O-ტრიმეთილ)-ბეტა-CD). შესწავლილ იქნა ციკლოდექსტრინების ღრუს ზომების და სტრუქტურის გავლენა ქირალური გამოცნობის მექანიზმზე. ასევე შესწავლილ იქნა ციკლოდექსტრინის ტიპის და კონცენტრაციის გავლენა ტრიაზოლის და იმიდაზოლის ქირალური ტესტ ნაწარმების ენანტიომერების დაყოფაზე. α-ციკლოდექსტრინმა არ გამოავლინა მაღალი გარჩევითობის უნარი ტრიაზოლის და იმიდაზოლის ქირალური ტესტ ნაწარმების ენანტიომერების დასაყოფად. (ჰეპტაკის-(2,6-O-დიმეთილ)-ბეტა-CD, და ჰეპტაკის(2,3,6-O-ტრიმეთილ)-ბეტა-CD)-მა გამოავლინეს უკეთესი ქირალური გამოცნობის უნარი, ვიდრე ბუნებრივმა ციკლოდექსტრინებმა. იმიდაზოლის და ტრიაზოლის ათი ტესტ ქირალური ნაწარმის 90%-ის ენანტიომერების დაყოფა იქნა მიღწეული ქირალურ სელექტორად ჰეპტაკის(2,3,6-O-ტრიმეთილ)-ბეტა-CD)-ის გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com