ka | en
ავტორიზაცია
პოლინომიალური მატრიც-ფუნქციის სპექტრალური ფაქტორიზაციის ალგორითმის შესახებ
ავტორი: გიორგი რუხაიასაკვანძო სიტყვები: პოლინომიალური მატრიცი, სპექტრალური ფაქტორიზაცია, უილსონის მეთოდი, ხოლეცკის ფაქტორიზაცია არაუარყოფითი მატრიცებისთვის
ანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომში აღწერილია პოლინომიალური მატრიც-ფუნქციის სპექტრალური ფაქტორიზაციის ახალი ალგორითმი. ეს ალგორითმი ეყრდნობა სპექტრალური ფაქტორიზაციის არსებობის თეორემის ახლახანს გამოქვეყნებულ მარტივ დამტკიცებას. გაკეთდა შესაბამისი პროგრამული რეალიზაცია. პროგრამის შექმნისას საფუძვლიანად დამუშავდა სკალარული ფაქტორიზაციის ვილსონის მეთოდი და მისი გაუმჯობესება, რომელიც არსებით როლს თამაშობს საბოლოო ამოცანის სწრაფ და ზუსტ გადაწყვეტაში. მოძიებულ იქნა პოლინომის კომპლექსური ფესვების პოვნის უახლესი მეთოდები და მათი პროგრამული უზრუნველყოფა. შესწავლილ იქნა დადებითად განსაზღვრული მატრიცის ხოლეცკის ფაქტორიზაციის მეთოდი და ეს მეთოდი გაუმჯობესებული იქნა არაუარყოფითად განსაზღვრული მატრიცებისთვის.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]პოლინომიალური მატრიც-ფუნქციის სპექტრალური ფაქტორიზაციის ალგორითმის შესახებ [ka]