ავტორიზაცია
ჩრდილო ატლანტური ოსცილაცია და მისი ცვლილების გავლენა რეგიონალურ კლიმატურ რეჟიმზე
ავტორი: ნინო ლომიძესაკვანძო სიტყვები: ჩრდილო ატლანტური ოსცილაცია, ატმოსფეროს ცირკულაცია, ისლანდიის მინიმუმი, აზორის მაქსიმუმი, ინდექსი, კლიმატის ცვლილება, ევრაზია
ანოტაცია:
ჩრდილო ატლანტური ოსცილაცია (ჩაო) ატმოსფეროსა და ოკეანის მსხვილმასშტაბიანი ურთიერთქმედების ერთერთი სახეობაა. ის გავლენას ახდენს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არაეკვატორულ განედზე სინოპტიკური პროცესების თავისებურებებსა და ამინდის ფორმირებაზე. ეს მოვლენა ატლანტის ოკეანის ჩრდილო ნაწილში ატმოსფეროს მოქმედების ცენტრების (ისლანდიის დეპრესია და აზორის მაქსიმუმი) რაოდენობრივი მახასიათებლების ურთიერთქმედებას წარმოადგენს. ჩაო-ს, ისევე როგორც ატმოსფეროს ცირკულაციის შესწავლა, ხდება ინდექსის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრავს ამათუიმ ცირკულაციურ სტრუქტურას. ჩაო-ს ინდექსის თვიური მნიშვნელობის გამოთვლა ხდება წნევისა და გეოპოტენციალების ველების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე. ჩაო-სათვის დამახასითებელია დადებითი და უარყოფითი ინდექსი. შრომაში განხილულია ჩაო-ს დადებითი და უარყოფითი ფაზების დროს სინოპტიკური პროცესების ინტენსიობა და გეოგრაფიული გადანაწილება, მისი ცვლილების მომავალი ტენდენციები და ამ ცვლილების გავლენის შეფასება რეგიონალურ კლიმატურ რეჟიმზე.