ავტორიზაცია
კონტენტის მართვის ინსტრუმენტები ვებ პორტალისთვის
ავტორი: გიორგი კობახიძეანოტაცია:
არსებულ რეალობაში დიდი და საშუალო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყონ თავისი მომსახურების სრულფასოვანი რეალიზება. ხშირად ორგანიზაციები, მითუმეტეს თუ მათი ძირითადი შემოსავლის წყარო არის სხვა ორგანიზაციების მომსახურება და კონსულტაცია, მუდმივად ფიქრობენ როგორ შეიძლება მათი საქმიანობა გახდეს უფრო წარმატებული და მოწინავე სხვა კომპანიებთან შედარებით. დგება პერიოდი, როდესაც აუცილებელია შეამოწმოს თავისი თანამშრომლების მომსახურების ხარისხი, აღმოაჩინოს და, შესაბამისად აღმოფხვრას ხარვეზები, ძირითადი აქცენტები და რესურსი მიმართული იყოს იქეთ სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო. ყველა დეტალის აღრიცხვა, მათი შეჯამება და ამ ყველაფრის ხარჯზე სწორი მიმართულების დასახვა, თითქმის ყველა კომპანიის ყოველდღიური თავსატეხია. ჩემს მიერ შექმნილი პროდუქტის მიზანს წარმოადგენს თითოეული კომპანიისთვის მომსახურების გაუმჯობესება. თანამშრომლებისა და კლიენტების ურთიერთობის აღრიცხვა, როგორც დროითი, ისე ხარისხის შეფასებით. დროის მენეჯმენტი და სწორად არჩეული სტრატეგიების განსაზღვრა. თითოეულ მომსახურებაში გაწეული დანახარჯებისა და შემოსავლების შედარება და ანალიზი, ასევე უზრუნველყოფს კლიენტის მიერ გადასახდელი თანხის ზუსტ აღრიცხვას. შესაძლებლობა გაქვთ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში დააკვირდეთ ან გადახედოთ თითოეული თანამშრომლისა და კლიენტის ურთიერთობას. პროექტის შექმნამდე და შემდგომ მის განხორციელებამდე ყველაზე აქტუალური კვლევის საგანს წარმოადგენდა სწორედ თანამშრომლის და კლიენტის ურთიერთობის ამ კონტექსტში მოქცევა და ისე გადაწყვეტა, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო მორგებული ორივე მხარეზე. როდესაც შენს სეგმენტს სთავაზობ სიახლეს, თან ისეთ სიახლეს რომელიც მათთვის ჯერ უცხოა, საჭიროა ყველა საკითხთან ფრთხილი მოპყრობა და საბოლოო ჯამში ისეთი პოლიტიკის და პროდუქტის შემუშავება, რომელიც მისაღები და რაც მთავარია უკეთესი იქნება უკვე დანერგილ ძველ მეთოდებზე. ამ ეტაპისთვის პროექტი დანერგილია და აქტუალურად მიმდინარეობს მისი გამოყენება, გაშვების შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა მისი მნიშვნელობა და წარმატება. მისი გამოყენებით ბევრად უფრო სწრაფად ხდება ყველა შეფერხების აღმოფხვრა, უფრო მეტი სიზუსტით არის შესაძლებელი ყველა საკითხის სირთულის დროითი და ფინანსური შეფასება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის ინტეგრაციას ხელი არ შეუშლია წარმატებით გაგრძელებულიყო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა.
მიმაგრებული ფაილები:
გიორგი კობახიძე [ka]