ავტორიზაცია

რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ამგები ზედაიურულ-ცარცული ნალექების სტრატიგრაფია
ავტორი: მამუკა ნაცვლიშვილიანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომი „რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ამგები ზედაიურულ-ცარცული ნალექების სტრატიგრაფია“ რეფერატული ხასიათისაა. საკვლევი რეგიონის გეომორფოლოგიური და ჰიდროგრაფიული მოკლე დახასიათების შემდეგ განხილულია რეგიონის გეოტექტონიკური მდებარეობისა და სტრუქტურული აგებულების საკითხები. მომდევნო თავში დეტალურად არის განხილული რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ზედაიურულ-ცარცული ნალექების ლითო- და ბიოსტრატიგრაფიის საკითხები. მოცემულია რეგიონში წარმოდგენილი ზედაიურულის, ქვედაცარცულისა და ზედაცარცულის ძირითადი საყრდენი ჭრილების აღწერები. მათი ბიოსტრატიგრაფიული ანალიზი ბევრ შემთხვევაში ზონის ან ქვესართულის დეტალობით არის გაშუქებული. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ტრანსგრესიულ-რეგრესიული სედიმენტაციური ციკლების გამოვლენას (როგორც ზედაიურულში, ისე ცარცულში) და მათ ქრონოსტრატიგრაფიულ ანალიზს. შრომის დასკვნით ნაწილში ზედაიურულ-ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე მოცემულია საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში ფაციესური ცვალებადობის ანალიზი სივრცეში და დროში და გაშუქრებულია გვიანიურულ-ცარცულში რეგიონის გეოლოგიური განვითარების ისტორიის საკითხები.
მიმაგრებული ფაილები:
რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის ამგები ზედაიურულ-ცარცული ნალექების სტრატიგრაფია [ka]