ka | en
ავტორიზაცია
ძვლის ტვინის უჯრედების გამრავლებაზე ზრდასრული ვირთაგვას თავის ტვინის უჯრედული პროტეომას ზემოქმედება
ავტორი: ეკა ფერაძესაკვანძო სიტყვები: უჯრედული პროტეომა, ძვლის ტვინი
ანოტაცია:
ზრდასრული ვირთაგვას თავის ტვინის უჯრედებიდან მიღებულია უჯრედული პროტეომა, რომლის ძირითადი კომპონენტებია თერმოსტაბილური ცილები. აღნიშნული ცილები ტრანსკრიფციის პროცესის დათრგუნვის გზით მზარდ ინდივიდებში ჰომოლოგიური უჯრედების გამრავლების ინჰიბირებას იწვევენ. თავის ტვინის უჯრედულ პროტეომას ახასიათებს ქსოვილსპეციფიკურობა, რომელიც ვლინდება მხოლოდ ზრდასრული ორგანიზმის ტერმინალურად დიფერენცირებულ უჯრედებთან მიმართებაში. ამავე დროს, არ არის შესწავლილი ზრდასრული ორგანიზმის პროლიფერადი ქსოვილების უჯრედებისადმი (ძვლის ტვინი) აღნიშნულ პროტეომას კომპონენტების მისაწვდომობა.