ავტორიზაცია
კლიმატის ცვლილების ზოგიერთი ტემპერატურული ინდექსის დინამიკა და გეოგრაფია საქართველოს ტერიტორიაზე
ავტორი: ნანო გოგიასაკვანძო სიტყვები: ინდექსი. ტემპერატურა. კლიმატი
ანოტაცია:
მრავალი კვლევის შედეგად დგინდება, რომ გლობალური დათბობის ინტენსიფიკაციის პირობებში ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენების განმეორებადობა იზრდება. ამას შეუძლია უაროფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზეც კი. ამიტომაც კლიმატის ექსტრემალური მოვლენების კვლევასა და ანალიზს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ და გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო კომისიის მონიტორინგისა და ინდექსების ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა 27 ძირითადი ინდექსი, რომელიც ასახვს კლიმატური მოვლენების ექტრემალურ გადახრებს და რეკომენდაცია გაუწია სხვადასხვა ქვეყნებს გამოეკვლია ეს ინდექსები მათი ფართო რეგიონებისა ან მთლიანად მსოფლიოს მაშტაბით განზოგადებისთვის და მათი შედარებითი ანალიზისათვის. ამ იდექსებს განეკუთვნება კლიმატური ექსტრემუმები, ცივი, ყინვიანი და ცხელი დღეები, ტროპიკული ღამეები, ნალექიანი და უნალექო დღეები.