ავტორიზაცია
ახალი ტიპის ზედაპირულად აქტიური გლუვი სილიკაგელის პოლისაქარიდული ქირალური სვეტების ენანტიომერული დაყოფის შეფასება მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: გიორგი ჯიბუტითანაავტორები: ა. ბარდაველიძე, ლ.ბეჟიტაშვილი, თ.ორჯონიკიძე, ა.გოგოლაშვილი
ანოტაცია:
ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელის (ზფგს-ასევე ცნობილია როგორც კორ-შელ -Core-Shell- სილიკაგელი) საფუძველზე მომზადებული ფაზები სწრაფად იმკვიდრებენ ყველაზე პერსპექტიული მასალების სახელს აქირალურ მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოოგრაფიაში (მესქ). მათ უპირატესობებს შორისაა უფრო სწრაფი მასის გადატანა სტაციონალურ და მოძრავ ფაზას შორის და უნიფორმული ნაწილაკების ზომები, რომლების უნიფორმულად შევსებული სვეტების წინაპირობაა, ასევე სწრაფი დაყოფები სვეტის წარმადობის უმნიშვნელო შემცირებით. გამოქვეყნებულია მცირე რაოდენობით შრომები ამ ნაწილაკების გამოყენებისა ქირალური სტაციონალური ფაზების მოსამზადებლად, შესაბამისად მათი პოტენციალი ჯერ არ არის ადექვატურად შესწავლილი. ზფგს-ს საფუძველზე მომზადებული ფაზები წარმატებულად გამოიყენება მესქ-ს სხვადასვა დაყოფის რეჟიმებში (შებრუნებულფაზიანი, წყალბადური ურთიერთქმედების და ა.შ) როგორც დიდი, ასევე მცირე ზომის მოლეკულებისათვის. იმის მიუხედავად, რომ სწრაფი მასის გადატანა უფრო მნიშვნელოვანია დიდი მოლეკულების მაგალითად პროტეინების დაყოფისას, ზფგს-ს ფაზები წარმატებით გამოიყენება მცირე ზომის მოლეკულების დაყოფისთისაც (როგორიცაა ფარმპრეპარატები, გარემოს დამაბინძურებლები და ა.შ). მოცემულ პრეზენტაციაში შესწავლილია ქირალური სტაციონალური ფაზები, რომლებიც მომზადებულია პოლისაქარიდული ქირალური სელქტორების დაფენით ზფგს ნაწილაკებზე, ნაჩვენებია მაღალი თეორიული თეფშების რიცხვი.
მიმაგრებული ფაილები:
Evaluation of novel core-shell polysaccharide-based chiral columns for separation of enantiomers in high-performance liquid chromatogrpahy [en]ახალი ტიპის ზედაპირულად აქტიური გლუვი სილიკაგელის პოლისაქარიდული ქირალური სვეტების ენანტიომერული დაყოფის შეფასება მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში [ka]