ავტორიზაცია
შეშფოთებათა წრფივი დინამიკა წანაცვლებით დინებებში
ავტორი: ელენე მილიუკოვისაკვანძო სიტყვები: წანაცვლებითი დინება, არამდგრადობა, ტრანზიენტული ზრდა, ტურბულენტობა
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია შეშფოთებების წრფივი დინამიკა მუდმივი წანაცვლების მქონე, დინებაში, რომელიც მდგრადია მოდალური თეორიის თანახმად. ასეთი ტიპის დინებები ხშირად გვხვდება ლაბორატორიაში, ატმოსფეროსა და ოკეანეებში, ასევე სხვადასხვა ასტროფიზიკურ ობიექტებში, ამიტომ მათი მდგრადობის შესწავლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ასეთი დინებების ზოგადი (არაწრფივი) დინამიკისა და ევოლუციის გასაგებად. ჰიდროდინამიკური განტოლებების გაწრფივებით წონასწორული დინების მიმართ მიღებულია ევოლუციის განტოლებები მცირე შეშფოთებებისთვის. მათი დინამიკის შესასწავლად გამოყენებულია არამოდალური მიდგომის კერძო სახე -- კელვინის მოდების ფორმალიზმი. რიცხვითი ინტეგრების საშუალებით გაანალიზებულია სივრცუილი ჰარმონიკების ევოლუცია დროში და ნაჩვენებია, რომ ისინი განიცდიან ალგებრულ ტრანზიენტულ ზრდას (ტრანზიენტული არამდგრადობა). შესწავლილია ასეთი ტრანზიენტული გაძლიერების დამოკიდებულება ჰარმონიკის ორ (დინების გასწვრივ და ვერტიკალურ) ტალღურ-რიცხვზე. განხილულია მიღებული შედეგების შესაძლო მნიშვნელობა ლაბორატორიული და ბუნებაში არსებული ასეთი ტიპის დინებებისთვის, კერძოდ, თუ როგორ შეუძლია ამ ტრანზიენტულ არამდგრადობას გამოიწვიოს ტურბულენტური გადასვლა და, საკუთრივ, ხელი შეუწყოს სუბკრიტიკული ტურბულენტობის შენარჩუნებას დინებაში.
მიმაგრებული ფაილები:
შეშფოთებათა წრფივი დინამიკა წანაცვლებით დინებებში [ka]