ka | en
Company Slogan TODO

მრავალმომხმარებლიანი სოციალური თამაშების პლატფორმა

ავტორი: მორის ვარდუაშვილი
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია მრავალმომხმარებლიანი სოციალური თამაშების ახალი პლატფორმა. განხილულია ის მიზეზები, რამაც ახალი პლატფორმის შექმნა განაპირობა და ასევე მისი გამოყენების სფეროები. აღწერილია ის ძირითადი საკითხები, რომლებსაც აუცილებელია, რომ ახალი პლატფორმა აკმაყოფილებდეს. ნაჩვენებია მრავალმომხმარებლიანი თამაშების შემუშავების ორი განსხვავებული მოდელი და ამ მოდელებიდან სოკეტებზე დამყარებული მოდელის უპირატესობაა დამტკიცებული. ახალი პლატფორმის, არამარტო თამაშებში, არამედ სხვა სფეროებში გამოყენების მაგალითებია მოყვანილი, თუმცა აღნიშნული პლატფორმის პროფილი უშუალოდ სოციალური თამაშებია. ნაშრომში გაანალიზებულია ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის სხვა პროდუქტები. შედარებულია მათი პროგრამული უზრუნველყოფის სიმარტივე და მოქნილობა თამაშებისთვის, ასევე მათი სალიცენზიო ღირებულებაც, რომელმაც საჭიროება წარმოშვა, შექმნილიყო უფასო პლატფორმა, რომელიც ვფიქრომ უფრო პოპულარული გახდება მცირებიუჯეტიანი პროექტებისთვის. ნაშრომში აღწერილია სოციალური თამაშების ახალი პლატფორმის საბაზისო ელემენტები, რომლებიც აუცილებელია მისი მუშაობის პრინციპის გასაგებად. პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფა შეიცავს წინასწარ დამუშავებულ იმ ელემენტებს, რომლებიც ბევრად მარტივს ხდის უშუალოდ თამაშების დეველოპმენტს. ასევე გათვალისწინებულია ის საკითხები, რომლებიც ან არ აქვს სხვა პროდუქტებს, ან ძალიან მოუხერხებელია გამოსაყენებლად. აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით, ნაშრომს თანდართული აქვს სადემონსტრაციო მაგალითი, სადაც გამოყენებულია თამაშებისთვის დამუშავებული სხვადასხვა ელემენტები. არსებული მაგალითით ნაჩვენებია ახალი პლატფორმის უპირატესობა სხვა პლატფორმებთან შედარებით.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com